მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე გაკეთდება და რაზე არ გაკეთდება RIA?

5e29514c532c0
შოთა ტყეშელაშვილი
23.01.20 14:10
3182
წლიდან წლამდე საქართველოს პარლამენტი ასობით ახალ კანონს იღებს. მხოლოდ 2018 წელს დამტკიცებული კანონების რაოდენობამ 705 შეადგინა (2019 წლის ზუსტი რაოდენობა ჯერ ცნობილი არაა).

რა შედეგი მოაქვს ამ კანონებს ქვეყნის მოსახლეობისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის? აღნიშნულის განსაზღვრა და შეფასება საკმაოდ რთულია, რადგან ეკონომიკის ცალკეულ სექტორში აქტივობის შემცირება/ზრდის უშუალოდ კონკრეტულ კანონთან დაკავშირება არც ისე მარტივი პროცესია. პარლამენტში ინიცირებისას კანონპროექტებს თან განმარტებითი ბარათებიც ახლავთ, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ძალიან ზოგადია და რეალურად მოსალოდნელი ცვლილების შედეგებს არ აღწერს.

2020 წლის პირველ იანვარს ძალაში შევიდა ნორმატიული აქტების შესახებ ორგანულ კანონში გაკეთებული ჩანაწერი, რომელიც ქვეყნის საკანონმდებლო პროცესში ახალ ინსტრუმენტს - “რეგულირების გავლენის შეფასებას”, ანუ RIA-ს ნერგავს.

კანონის მეჩვიდმეტე მუხლის მიხედვით, რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის მომზადება სავალდებულო მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებზე იქნება. ცალკეულ შემთხვევებში RIA მომზადდება სახელმწიფო მმართველობის სხვა უწყებების მიერ მომზადებულ კანონპროექტებზეც, თუ აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას.

ამასთანავე, RIA მომზადდება იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნულის სურვილი თავად კანონპროექტის ავტორს/ინიციატორს ექნება:

“ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რეგულირების ზეგავლენის შეფასება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე ნებისმიერი ნორმატიული (მათ შორის, კანონქვემდებარე) აქტის პროექტის მომზადებისას, მისი ავტორის/ინიციატორის − საქართველოს მთავრობის ან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო დაწესებულების გადაწყვეტილებით,”- წერია კანონში.

RIA ანუ რეგულირების ზეგავლენის შეფასება არის პროცესი, როდესაც კანონპროექტის მეშვეობით შემოთავაზებული პოლიტიკის მოსალოდნელი გავლენის დადგენა და შეფასება კეთდება ისეთი ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, ხარჯ-სარგებლის ანალიზი.

კანონის მეჩვიდმეტე მუხლში ჩამოწერილია ის გამონაკლისები, რომელთაც RIA არ სჭირდება. ესენია:

ა) ეხება საბიუჯეტო საკითხებს (მათ შორის, არის წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტი), სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, პენიტენციურ, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საკითხებს;

ბ) ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებას, სხვა ტექნიკურ ცვლილებას ან კანონში არსებული ხარვეზის გამოსწორებას და კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს არ ცვლის;

გ) ითვალისწინებს კანონის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასთან ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობას;

დ) შედის საკანონმდებლო პაკეტში თანამდევი კანონპროექტის სახით და არ შეიცავს პაკეტში შემავალი მთავარი კანონპროექტით გაუთვალისწინებელ საკითხებს.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც კანონპროექტის მომზადებისა და წარდგენის დაყოვნება გაუმართლებელია, საქართველოს მთავრობამ დასაბუთებული წინადადების საფუძველზე შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში შემავალი საკანონმდებლო აქტის პროექტის მომზადებისას რეგულირების ზეგავლენის შეფასების ვალდებულებისაგან.

კანონის მიხედვით, საქართველოს მთავრობას 2020 წლის პირველ იანვრამდე უნდა მიეღო დადგენილება იმის შესახებ თუ რა სტანდარტით უნდა დაიწეროს RIA-ს დოკუმენტი.

აღნიშნული დადგენილება მთავრობამ 2020 წლის 17 იანვარს დაამტკიცა. მისი მიხედვით, RIA ორი სახის შეიძლება იყოს, ესენია:

ა) სტანდარტული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება გამოვლენილი პრობლემის/საკითხის სიღრმისეული მიმოხილვა. იგი ტარდება რეგულირების საჭიროების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მისი შედგენა სავალდებულოა ამ დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხევებში;

ბ) სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სიღრმისეული ხარისხობრივი და რაოდენობრივი ანალიზი, სხვადასხვა ალტერნატივის დეტალური ზეგავლენის შეფასების მიზნით. სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მიზანია არა მხოლოდ ზეგავლენის რაოდენობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა, არამედ შედეგების მონეტიზაცია. სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შედგენის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა ან შესაბამის საკითხზე მომუშავე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო დაწესებულება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცედურები უნდა მოიცავდეს ამ დადგენილების მე-13 მუხლში მოცემული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანალიტიკურ ეტაპებს.

3. სტანდარტული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშისა და სიღრმისეული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადებისათვის მინიმალური მოთხოვნები განსაზღვრულია ამ დადგენილების დანართ №2-ით.

რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს RIA?

1. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში უნდა შემუშავდეს სტანდარტული ფორმით, რომელიც ხუთი ნაწილისაგან შედგება.

2. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის პირველ ნაწილში ასახულია ზოგადი ინფორმაცია ინიციატივისა და პასუხისმგებელი სამინისტროს ან სხვა პასუხისმგებელი უწყების თაობაზე.

3. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მე-2 ნაწილში ასახულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების ამ დადგენილების მე-13 მუხლით განსაზღვრული ანალიტიკური ეტაპები.

4. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მე-3 ნაწილში უნდა აისახოს ინფორმაცია განხორციელებული პროცედურული ეტაპებისა და საჯარო კონსულტაციების შედეგების შესახებ.

5. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მე-4 ნაწილში აისახება ინიციატორი უწყების კომპეტენტური პირის ხელმოწერა.

6. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშს შესაძლებელია, დაერთოს დანართები, რომელიც განისაზღვრება, როგორც ანგარიშის მე-5 ნაწილი.

7. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში ნათლად უნდა მიეთითოს მისი მომზადების პროცესში შეკრებილი მტკიცებულებებისა და წყაროების შესახებ.

8. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ნიმუში წარმოადგენს ანგარიშის რეკომენდებულ ფორმას. კანონპროექტის ინიცირებისათვის მომზადების პროცესში შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს სხვა ფორმაც, რომელიც შედგენილი იქნება ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.

მუხლი 10. რეგულირების ზეგავლენის შეფასების მოცულობისა და სიღრმის განსაზღვრა

1. ამ დადგენილების მე-7 მუხლით გათვალისწინებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადებისას, ანგარიშის მოცულობა და დეტალურობის სიღრმის განსაზღვრა დამოკიდებულია პრობლემის/საკითხის მნიშვნელობასა და მასშტაბზე, აგრეთვე იმ პირთა და მხარეთა წრეზე, რომელზეც პრობლემა/საკითხი ახდენს ზეგავლენას.

2. რეგულირების ზეგავლენის შეფასებამ, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა უზრუნველყოს საკითხის/პრობლემის მოგვარების გზების ალტერნატივების თაობაზე ინფორმირებული და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დანახარჯების, სარგებლიანობისა და რისკების შესახებ საკმარისი მტკიცებულებებისა და მონაცემების შეგროვება და მათი ანგარიშში ასახვა.

3. რეგულირების ზეგავლენის შეფასების მოცულობისა და სიღრმის განსაზღვრის მიზნით, საჭიროა, პასუხი გაეცეს შემდეგ ძირითად კითხვებს:

ა) რა შედეგს გამოიწვევს ინტერვენცია (დადებითი, უარყოფითი ან განუსაზღვრელი/ნეიტრალური) და როგორია მისი დადგომის ალბათობა;

ბ) როგორია ინტერვენციის მოსალოდნელი ზეგავლენის მნიშვნელობა და მასშტაბები;

გ) რამდენად მნიშნველოვანია პრობლემა/საკითხი ან შემოთავაზებული ინტერვენცია, საზოგადოებრივი ინტერესის თვალსაზრისით.

4. ამ დადგენილების მე-7 მუხლით გათვალისწინებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის სახეობის შერჩევისას საჭიროა ბალანსის დაცვა ანალიტიკურ ძალისხმევასა და რეგულირების მნიშვნელობის პროპორციულობას შორის.