მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რიდე" - აბრეშუმის შარფები უნიკალური ორნამენტებით

5e2c4f949a4b1
თელარა გელანტია
25.01.20 20:00
5987
საქართველოში წარმოებულ პროდუქციას შორის შეხვდებით „რიდეს“ აბრეშუმის შარფებს, თავსაბურავებს, რომლებზეც სპეციალურად ბრენდისთვის შექმნილი უნიკალური ორნამენტებია წარმოდგენილი.

აღნიშნული კომპანია ბაზარზე მხოლოდ 2 თვეა რაც გამოჩნდა, თუმცა როგორც მისი დამფუძნებელი კესო გველესიანი ამბობს, „რიდე“ ქართულ ბაზარზე უკვე საკმაოდ მოთხოვნადია.

„არ ველოდი, იმდენად დიდია მოთხოვნა. მიჭირს დაჯერება, რომ პროდუქცია ასე მოკლე დროში ამდენ ადამიანს მოეწონა და შეიძინა. ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ მე თვითონ ვქმნი ილუსტრაციებს, ორნამენტებს და არ ვიღებ ინტერნეტიდან და არ ვბეჭდავ ფოტოებს“, - აღნიშნა კესო გველესიანმა BM.GE-ისთან საუბრისას.

ამასთან, კესო გველესიანის განმარტებით, „რიდეს“ ამ ეტაპზე მამაკაცის ხაზი არ აქვს, თუმცა მისი პროდუქციით, ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის ქალები ინტერესდებიან.

პროდუქციის შექმნაში მონაწილეობას უშუალოდ თავად დამფუძნებელი იღებს. რაც შეეხება რეალიზაციას, მომხმარებელს „რიდეს“ შეძენა ონლაინ შეკვეთის საშუალებით შეუძლია.

„ჯერჯერობით, შეკვეთა მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი. მომავალში, ალბათ სადმე ჩვენს სტენდსაც ნახავთ. დიდი სურვილი მაქვს, რომ რამდენიმე ადგილას იყოს „რიდეს“ სტენდი“, - აღნიშნა კესო გველესიანმა.
„რიდეს“ აბრეშუმის თავსაბურავის ზომა 70•70სმ-ს შეადგენს; პროდუქციის შეძენა კი, მომხმარებელს 70 ლარად შეუძლია.

გამოწვევებზე საუბრისას, კესო გველესიანმა აღნიშნა, რომ მუშაობის პროცესში გარკვეული პრობლემური ტექნიკური დეტალები დაფიქსირდა, რაც ნელ-ნელა აღმოიფხვრა. სხვა მხრივ, კი ჯერჯერობით „რიდეს“ განსაკუთრებული სირთულეები არ შეხვედრია. ამასთან, „რიდეს“ დამფუძნებლის განმარტებით, სამომავლოდ კომპანია კონცეფციის ცვლილებას არ გეგმავს და მომხმარებელს კვლავ თავსაბურავებს შესთავაზებს.