მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიგების განტვირთვის მიზნით ახმეტელის მეტროში ტურნიკეტები დაამატეს

645779400be3d
მარიამ ვარადაშვილი
07.05.23 14:11
2411
თბილისის მერიის ინფორმაციით, ახმეტელის თეატრის სადგურზე რიგების განტვირთვის მიზნით ტურნიკეტები დაამატეს. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში BMG-ის უთხრეს, მგზავრთნაკადის უფრო სწრაფად გატარებისთვის ახმეტელის მეტროსადგურზე ტურნიკეტების რაოდენობა 7-დან 10-მდე გაიზარდა.

“ისინი დროებით დამონტაჟდა და ახლით ჩანაცვლდება როგორც დააანონსებული იყო”,-აცხადებენ მერიის სატრანსპორტო კომპანიაში.

გასული წლის ოქტომბერში თბილისის მერმა მეტროებში „ახმეტელის თეატრი“ და „ვარკეთილი“ ახალი ტურნიკეტების დამონტაჟების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, თანამედროვე ტურნიკეტები 30%-ით მეტ მგზავრს გაატარებს.

“დადგინდა, რომ მოკლევადიან პერიოდში პრობლემას მოაგვარებს ე.წ. ტურნიკეტების საკითხი. ასევე, აზიის განვითარების ბანკთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ „ახმეტელის თეატრის” სადგურს მეორე ჩასასვლელი ჰქონდეს. თუმცა მოკლევადიან პერიოდში გადაწყდა, რომ მეტროსადგურებში „ახმეტელის თეატრი“ და „ვარკეთილი“ ახალი ტურნიკეტები დაემატოს”,- აცხადებდა კახა კალაძე.