Tbilisi Jazz Festival-ის, Black Sea Jazz Festival-ის და Jazz & Wine Kakheti-ს ორგანიზატორი კომპანია Eastern Promotions-ის დამფუძნებლების თქმით, ფესტივალის დღეებში რეგიონებში ეკონომიკაში, თითქმის 2-3-ჯერ მეტი შემოსავალი შედის, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში.
ქვეყნის ეკონომიკაში ჯაზ ფესტივალების შენატანის შესახებ Eastern Promotions-ის დამფუძნებლებმა მიხეილ გიორგაძემ, კახა კანდელაკმა და გიორგი კერესელიძემ გადაცემა “Forbes კვირაში“ ისაუბრეს.
მიხეილ გიორგაძემ ფესტივალის ეკონომიკურ სარგებლიანობაზე ბათუმის Black Sea Jazz Festival-ის 2017-2018 წლის მაგალითზე გაამახვილა ყურადღება.
„პირველი სარგებელი, რაც ჯაზ ფესტივალს მოაქვს - ეს ქვეყნის რეკლამირება და საერთაშორისო არენაზე მისი იმიჯის დამკვიდრებაა, რაც დათვლადია.
წმინდა ეკონომიკური კუთხით კი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ცნობით, მაგალითისთვის ბათუმი ზაფხულის განმავლობაში ჩვეულებრივ დღეებში, საცალო ვაჭრობაში 3-4 მლნ ლარს ვაჭრობს, ეს 2017-2018 წლების მონაცემებია და ამაში სასტუმროების დატვირთულობა არ შედის. ფესტივალის დღეებში, მისი დაწყებიდან ორი დღით ადრე და ორი დღის შემდეგ ეს რიცხვი 10-12 მლნ ლარზე ადის და ფესტივალი რომ სრულდება, შემდეგ თავის ნიშნულს უბრუნდება.
ეს ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს, დამატებით გადასახადებს ქვეყნის ბიუჯეტში, დამატებით შემოსავალს ადგილობრივ ეკონომიკაში, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რეგიონისთვის ადგილობრივი კომპანიების, სასტუმროების მაღაზიების, საპარიკმახეროების, აფთიაქების, ტრანსპორტის დატვირთულობის მხრივ ანუ ფესტივალთან პირდაპირ თუ ირიბად ძალიან ბევრი ბიზნესს სფეროა დაკავშირებული. აღარ ვსაუბრობ კომპანიებზე, რომელიც უშუალოდ არიან ჩართულნი მასში - ლოგისტიკური, სარეკლამო და ივენთ კომპანიები და ა.შ.“, - განმარტავს მიხეილ გიორგაძე.
ფესტივალის დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ ბათუმში Maroon 5-ის კონცერტებს დღეში 10 000 ადამიანი ესწრებოდა, რაც მინიმუმ 5 000 სასტუმრო ჯავშანია. მათივე ინფორმაციით, ქალაქში ამ დღეებში პროდუქციასა და სურსათზე მოთხოვნა ისეთი გაზრდილი იყო, რომ დღის პირველი საათისთვის მარაგები იწურებოდა.
„ბათუმის ფესტივალის დღეებში იმერეთიდან დაწყებული ლოგისტიკური ჯაჭვი სულ მუშაობს და ეკონომიკური ეფექტი რამდენიმე რეგიონზე ვრცელდება. ერთი ფაქტი მახსენდება, როდესაც ბათუმში სურსათის ამოწურვის შემდეგ „მაკდონალდსმა“ თბილისიდან ჰამბურგერები ჩარტერით ჩაიტანა“, - აღნიშნა Eastern Promotions-ის დამფუძნებელმა კახა კანდელაკმა.
მიხეილ გიორგაძე აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ეფექტის გარდა ჯაზ ფესტივალი სოციალურ-პოლიტიკური და საგანმანათლებლო მნიშვნელობის მატარებელია.
აღსანიშნია, რომ მიმდინარე წელს Tbilisi Jazz Festival 7-9 ივლისს, „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გაიმართება, სადაც ამინდის საკითხიც დაზღვეული იქნება.
„ძალიან აქტიური სივრცე გამოვიდა, სადაც რამდენიმე სცენა მოეწყობა, იქნება ფოტო გამოფენა, ასევე კინო ჩვენება და ასევე კოლექციონერების მხრიდან ძველი და ახალი ვინილების გამოფენა გაყიდვა“, - აღნიშნა კახა კერესელიძემ დაგეგმილ ღონისძიებაზე საუბრისას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი