24.აგვისტო .2019 12:25

რიჟვაძე ქობულეთის მოსახლეობას: დღე და ღამე ვიმუშავებთ, რომ გავაუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება

views 206
უკან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთში მუხაესტატეს და ხუცუბნის მოსახლეობისგან მოსაზრებები და პრობლემები მოისმინა. ადგილობრივებმა თორნიკე რიჟვაძეს მათი საჭიროებები გააცნეს.

გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ინფრასტრუქტურა - ის მიმართულებებია, რომლებსაც, მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინებენ.

"როგორც მთავრობა, ასევე საკანონმდებლო ორგანო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მუნიციპალიტეტის მერია და ყველა ის ადამიანი, რწმუნებულები, რომლებიც თქვენ გყავთ, ვალდებულნი არიან, რომ მოგისმინონ და თქვენი ყველა გასაჭირი მოიტანონ ჩვენამდე, ჩვენ კი ცენტრალურ ხელისუფლებასთან მივიტანოთ ის, რაშიც მათი დახმარება გვჭირდება და ერთიანი ძალისხმევით, ეს არ არის მხოლოდ ცალკე რომელიმე სახელისუფლებო შტოს მიდგომა თქვენთან მიმართებაში, ეს არის მთლიანად ჩვენი გუნდის, "ქართული ოცნების" მიდგომა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო აქტიურად გვქონდეს თქვენთან კომუნიკაცია, შევძლოთ ყველა პრობლემის გადაჭრა ერთად, ერთიანი ძალისხმევით, რაც მუხაესტატეს, ქობულეთელებს და თქვენს ოჯახებს აწუხებთ", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, 2021-22 წლებისთვის არცერთი სოფელი აჭარაში თანამედროვე ინფრასტრუქტურის გარეშე არ უნდა დარჩეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა