11.მაისი .2020 11:28

"რიკო კრედიტი" ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს

views 1035
უკან

„რიკო კრედიტი” საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს.

კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილმა bm.ge-ისთან საუბრისას ერონული ბანკის მხრიდან მიკროსაფინანსოებისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს შორის რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, ასევე, 200 მილიონიანი სვოპ ტრანზაქციები და კომერციული ბანკებისთვის ლიკვიდური სახსრების მიწოდება გამოყო, რომელიც მისი განმარტებით, „ირიბად იაფი ფული გამოდის როგორც - მიკროსაფინანსოებისთვის, ისე - სხვა კომპანიებისთვისაც”.

„მისასალმებელი იყო ის, რომ სებ-მა საკმაოდ აგრესიულად, 0,5%-ით შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი. ჩვენც ხარჯი შეგვიმცირდა და ასიათასობით მომხმარებელს ყოველთვიური სასესხო შენატანი გაუიაფდა. პარალელურად, პანდემიის დროს კატასტროფულად იყო გაზრდილი სვოპების ხარჯი. 12,5%-ზე იყო უკვე აწეული, 4%-5%-ით იყო მომატებული; ეროვნულმა ბანკმა რაც გააკეთა კონკრეტულად მიკროსაფინანსოებისთვის, მათ უპრეცენდენტო ნაბიჯი გადადგეს და 200 მილიონი ამერიკული დოლარის, ჩვენთვის სარფიან პირობებში მოგვცეს სვოპი; ძალიან დადებითი მესიჯი იყო ასევე ისიც, როდესაც სებ-მა განაცხადა, რომ ბაზარზე კომერციული ბანკებისთვის გამოაქვს 600 მილიონი დოლარი, ჩვენ არ უნდა აღვიქვათ, რომ ბანკებს მისცეს ეს თანხა და ჩვენ არაფერი არ მოგვცეს, ეს 600 მილიონი როგორც საბანკო სისტემაში ჩაეშვება, ისე იაფი ფული წამოვა როგორც მიკროსაფინანსოებში, ისე სილამაზის სალონებში, სამშენებლო კომპანიებშიც და ა.შ.”, - ამბობს “რიკო კრედიტის” ხელმძღვანელი ლაშა ნიკოლაიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა