ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტობანის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, არსებული გვირაბის პარალელურად, ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დაიწყო, რომლის სიგრძე 1800 მეტრი იქნება, საიდანაც ამჟამად, დაახლოებით, 200 მეტრია გაჭრილია.
მიმდინარე სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დაათვალიერეს.
„პანდემიის მიუხედავად, რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა ერთი დღითაც არ გაჩერებულა. ეს არის 52 კმ-იანი მაგისტრალი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და ფაქტობრივად გაანახევრებს მგზავრობის დროს. ეს სრულად შეცვლის უსაფრთხოების და სიჩქარეების სტანდარტს, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური პროექტი, რომელიც თანამედროვე ისტორიაში მიმდინარებს. სულ 53 ხიდი და 96 გვირაბი იქნება და ამ კონსტრუქციების ნახევარზე მეტი უკვე შენდება. ეს გვირაბი სადაც ახლა ვიმყოფებით, ყველაზე გრძელი იქნება საქართველოში, ვიდრე ქვეშეთი-კობი აშენდება. ზოგადად, ჩქაროსნული მაგისტრალების თვალსაზრისით წელს დაახლოებით 40%-ით მეტი დაფინანსება გვაქვს გათვალისწინებული, რაც შესამჩნევ პროგრესს უზრუნველყოფს,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე. რაც შეეხება შორაპანი-არგვეთას მონაკვეთს, აქ სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
საერთო ჯამში, ამ დროისათვის, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე უკვე გაჭრილია 6 გვირაბი. ბოლო გვირაბი სოფელ შროშასთან სულ ახლახან გაიჭრა და მისი სიგრძე 885 მეტრია. სამშენებლო სამუშაოები სულ 39 გვირაბსა და 61 ხიდზე მიმდინარეობს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ მონაკვეთების სწრაფი და ხარისხიანი დასრულება, ასევე, როგორც ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობა. მხოლოდ რიკოთის მშენებლობაზე დღეის მდგომარეობით 2000-მდე საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული, რაც მათი სტაბილური შემოსავლის და კვალიფიკაციის ამაღლების წყაროა,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
რიკოთის საუღელტეხილო გზა, E 60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია. მისი მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე