მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიკოთის უღელტეხილის ერთ მონაკვეთზე შეზღუდვა დაწესდა

63eb22974b81a
BM.GE
14.02.23 10:10
6212
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მუხრანი-არგვეთას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40–კმ200 (მუხრანი-არგვეთა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილებს თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.