მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროზე COVID-19-ის მზარდი შემთხვევების მიუხედავად უჩვეულო ხალხმრავლობაა

5f293edf3bb1e
ნათია თაქთაქიშვილი
04.08.20 23:55
1932
რიო-დე-ჟანეიროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქის გახნსის მე-5 ეტაპი დაიწყო, რაც მოსახლეობას პლაჟებით სარგებლობის უფლებას აძლევს, ასევე აქვთ უფლება დაკავდნენ წყლის სპორტით. ყოველივე ამან რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროზე უჩვეულო ხალხმრავლობა გამოიწვია. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, სანაპიროები სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვით უნდა გახსნილიყო, მაგრამ მოსახლეობა არ იცავს აღნიშნულ წესებს და მუნიციპალიტეტის დაცვამ  კოპაკაბანას პლაჟის დატოვება 400-ზე მეტ ადამიანს მოსთხოვა. ასევე დაჯარიმდა 100-ზე მეტი ადამიანი ნიღბის გამოუყენლობის გამო. ჯარმის ოდენობა 20 აშშ დოლარს შეადგენს.

CNN-ი წერს, რომ მეხუთე ფასზის მიხედვით ქალაქში გაიხსნა ბარები, სავაჭრო ცენტრები და რესტორნები, ასევე ქუჩაში განლაგებული პატარა მაღაზიები.

სანაპიროებზე ნებადართულია არაალკოჰოლური სასმელის, საკვების და სხვადასხვა პროდუქციის გაყიდვა, მაგრამ დამსვენებლებს ამ ეტაპზე არ შეუძლიათ მზისგან დამცავი ქოლგებით და შეზლონგებით სარგებლობა.

რიო-დე-ჟანეირო მეორე ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქია ბრაზილიის მასშტაბით, რომელზეც კორონავირუსით ინფიცირების დაახლოებით 50% ანუ 167,225, ხოლო გარდაცვალების 60% ანუ 13,572 შემთხვევა მოდის.