მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება დროებით იზღუდება - შსს

60685ecd4aca3
BM.GE
03.04.21 16:22
758

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ნამახვანჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან არიან მობილიზებულები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.

"უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რიონის ხეობაში დღეს ნამახვანჰესის მშენებლობის წინამოსამზადებელი სამუშაოები განახლდა. დღესვე ხეობაში ჩავიდა პროექტის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე. ადგილზე რიონის ხეობის მოსახლოება და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან, რომლებიც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. აქტივისტებსა და საპოლიციო ძალებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ორი ირი დააკავა.