მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მშენებლობა ადგილობრივებმა ჯვრის აღმართვით გააპროტესტეს

5f9ab9f45b96c
BM.GE
29.10.20 16:36
1267
მდინარე რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა ადგილობრივებმა ჯვრის აღმართვით გააპროტესტეს. ჯვარი იმ ტერიტორიაზე აღმართეს, სადაც ამჟამად მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია. ამჟამად პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.



პროექტის მთავარი ინვესტორია კომპანია ENKA Renewables. ის სტამბოლის ბირჟაზე კვოტირებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა: მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $5 მილიარდ დოლარს შეადგენს, 2019 წელს კი ბრუნვა $1.9 მილიარდი დოლარი იყო.

ENKA-ს ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პორტფელში ევროპაში, აზიაში, ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში განხორციელებული მსხვილი პროექტები შედის. მათ შორისაა 790-მეგავატიანი თბოსადგური ნიდერლანდებში, 4000 მგვტ ჯამური დადგუმილი სიმძლავრის მქონე სამი ელექტროსადგური თურქეთში, რომლებსაც თავად ENKA ფლობს და ოპერირებს, ასევე სხვა რიგი ენერგოობიექტები თურქეთში, რუსეთში, ერაყსა და ლიბიაში. ამ პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 21,000 მეგავატს აღემატება.

ENKA-ს მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა ასევე ახალი აეროპორტები, საავადმყოფოები, სტადიონები, უმსხვილესი ხიდები, ბიზნეს-ცენტრები, პროექტები ნავთობისა და გაზის სექტორში, ცათამბჯენები. ამასთანავე, კომპანია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრაქტორია სხვადასხვა ქვეყანაში ახალი საელჩოების მშენებლობაში. კერძოდ, ENKA იყო და არის ჩართული აშშ-ის 26 საელჩოს მშენებლობაში, მათ შორის - საბერძნეთში, მექსიკაში, ჰოლანდიაში, თურქეთში, ნეპალში და ა.შ.