მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რიონის ხეობის მცველებსა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

60c2148e82acb
ინგა მურუსიძე
10.06.21 17:36
558
სოფელ ტვიშში „რიონის ხეობის მცველებსა“ და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.

საქმე ის არის, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რიონის ხეობის მცველებს გადაკეტილი აქვთ ყველა შესასვლელი, საიდანაც კომპანია „ენკას“ წარმომადგენლებს შეიძლება მიეწოდოთ საწვავი ან საკვები.

როგორც აქციის მონაწილეები და მათი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, სოფელ ტვიშის მხრიდან პოლიციამ სცადა საწვავის ავზით სავსე რამდენიმე ავტომანქანის შეყვანა, რასაც ადგილზე მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები თავად აქციის მონაწილეებმა სოციალურ ქსელში განათავსეს.

გოლეთიანმა დაზუსტებით არ იცის, მოხერხდა თუ არა საწვავის შეტანა ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ: „რიონის ხეობის მცველები“ რამდენიმე თვეა, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგოდ აქციებს მართავენ. ისინი „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას ითხოვენ.