15.იანვარი .2020 20:39

რის ექსპორტს ახორციელებს საქართველო ირანში? - 2019 წლის 11 თვის შედეგები

views 783
უკან

2019 წლის 11 თვეში საქართველოდან ირანში საქონლის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 67.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (66.4 მლნ დოლარი) 1.1%-ით აღემატება.

აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან ირანის მიმართულებით საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 2017 წლამდე მზარდი იყო: 2015 წელს - 35.7 მლნ დოლარი; 2016 წელს - 46.5 მლნ დოლარი; 2017 წელი - 76.3 მლნ დოლარი, ხოლო 2018 წლიდან შემცირდა და 74.1 მლნ დოლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცმებით, საქონლის მიხედვით 2019 წელს 11 თვეში საქართველოდან ირანში 13.4 მლნ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა, რამაც მოცულობით 12 680 ტონა შეადგინა. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება სრულად 2018 წელს ფეროშენადნობების ექსპორტით მიღებულ შემოსავალს (4.7 მლნ დოლარი, 4 378.5 ტონა).

2019 წელს 11 თვეში, ასევე გაზრდილია შემდეგი საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი: მონოძაფები - 6.7 მლნ დოლარი, 2 141.5 ტონა (201 8წ. – 6.1 მლნ დოლარი, 2 070 ტონა); რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 3.8 მლნ დოლარი, 981 ტონა (2018 წ. – 1.5 მლნ დოლარი, 377.3 ტონა);

საქსტატის მონაცემებით, ექსპორტირებული საქონლის ათეულში მოხვდა ცხვრის ან თხის ხორცი -12.0 მლნ დოლარი, 2 363.3 ტონა; ხე-ტყის მასალა -10.7 მლნ დოლარი, 32 857.8 ტონა; პოლიამიდები - 1.0 მლნ დოლარი, 354.5 ტონა; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 1.8 მლნ დოლარი, 196 010  ცალი; მინის ჭურჭელი - 1.3 მლნ დოლარი, 969 ტონა; ხელის პნევმატური, ჰიდრავლიკური ან ჩადგმული ძრავით ინსტრუმენტები - 1.0 მლნ დოლარი, 41 ტონა; მილები, მილაკები და ღრუ პროფილები -1.0 მლნ დოლარის ღირებულების, 1 563 ტონა.

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ირანში საქონლის ექსპორტს ახორციელებდნენ:

• შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია
• შპს გულფ ექსპორტი
• შპს ჯი თი ემ გრუპ
• შპს მეტალოლამი
• შპს ბლექ სი ფარს
• შპს სილქ ინვესტი
• შპს საქართველო შუნსიანგის ხე-ტყის გადამამუშავებელი კომპანია ქუთაისი თიზ
• შპს რაშ 2015 ქუთაისი თიზ
• შპს OSIAS
• შპს ანგელი

(შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა