მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რის გამო გაიზარდა I კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი - საქსტატი

60d4395d7e5a4
ვიქტორია მღებრიშვილი
24.06.21 20:00
691
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.7%-ით გაიზარდა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ინდექსის ზრდა, ძირითადად, სამშენებლო მასალებზე ფასების 15.9%-იანი ზრდით იყო გამოწვეული, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 9.16 პროცენტული პუნქტით აისახა.

რაც შეეხება, მშენებლობის ღირებულების ინდექსის წინა კვარტალთან შედარებით ცვლილებას, 2020 წლის IV კვარტალთან შედარებით ინდექსი 1.6%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 19.7%-იანი კლებით იყო განპირობებული, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში -6.05 პროცენტული პუნქტი შეიტანა.