"ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. წინასწარი მონაცემებით, რაც ფინანსთა მინისტრისგან მივიღე, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რითიც გამოდის, რომ მიმდინარე წლის 5 თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება",- ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
ეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიის მინისტრმაც. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ წლის დასაწყისში ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით არსებული ზრდის ტენდენცია მაისშიც გრძელდება.
„წინა თვეების მსგავსად მაისშიც (ეკონომიკის ზრდაში) პირდაპირი კონტრიბუტორები პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გაზრდილი ექსპორტი და ტურიზმის გაზრდილი შემოსავლებია. შემდგომშიც გაზრდილი დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ. ვინაიდან მაისში ტურიზმის აღდგენა 96% იყო, ივნის-ივლის-აგვისტოში ველით, რომ 2019 წლის შემოსავლების მონაცემებს გადავაჭარბებთ. შესაბამისად, ეს ძლიერი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების მყარი საფუძველი იქნება. სხვა მიმართულებით ვფიქრობთ, რომ ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები შენარჩუნდება.
ჩვენთვის მთავარია მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, რომელიც მხოლოდ ერთი წელი კი არ გვექნება, არამედ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ მაღალი სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველვყოფთ, რომელიც რეალურ სიკეთეში გადაითარგმნება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, - განაცხადა მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი