21.ივლისი .2020 16:43

რის შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს "ბილაინის" მობილური თამაშების პორტალი (R)

views 257
უკან

დღევანდელ სამყაროში გემიფიკაცია - მსოფლიო ტრენდია. უშუალოდ მობილური თამაშების წილი მთლიანად თამაშების ბაზრის 51 %-ს შეადგენს. უფრო და უფრო მეტი გლობალური კომპანია ცდილობს საკუთარი სერვისების გემიფიკაციას და მსგავსი სტრატეგიით საკუთარი მომხმარებლის ჩართულობის გაზრდას. ბილაინმაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა 3 წლის წინ, რომ ამ ტრენდის ერთ-ერთი პირველი გამტარი გამხდარიყო ქართულ ბაზარზე.

მობილური ინტერნეტი დღეს ყველაზე მოთხოვნადი სერვისი და გამოწვევაა ტელეკომუნიკაციის ბაზრისთვის. კომპანიამ კარგად შეისწავლა მისი მომხმარებლის მოთხოვნა და შედეგად მივიდა უნიკალურ სათამაშო მექანიკამდე, რომელიც მორგებულია ლოკალური მომხმარებლის სურვილებსა და შესაძლებლობებზე.

„პირველ ეტაპზე შეიქმნა ინტერაქციული, VR (ვირტუალური რეალობა) თამაში ბილაინის ოფისების ვიზიტორებისთვის - მომხმარებლებს საინტერესო და სახალისო გამოცდილების შედეგად შესაძლებლობა ჰქონდათ მარტივად მოეგოთ მეგაბაიტები. აღნიშნული პროექტის გამართლების შემდეგ, გადაწყდა რომ ეს წამოწყება უფრო მასიური გამხდარიყო და უკვე Mobile და Desktop მომხმარებლებს მიეცათ შესაძლებლობა იგივე მეთოდით მოეხდინათ მობილური ინტერნეტის დაგროვება.“-აღნიშნავს ბილაინის ციფრული პროდუქტების მენეჯერი, ჯაბა შავიშვილი.

ბილაინის თამაშებმა თავი მოიყარა პორტალზე beelinegamehub.gamiphy.co/, სადაც ამჟამად 5 თამაშია განთავსებული. მომხარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი და დაიწყოს მეგაბაიტების დაგროვება. ზაფხულის განმავლობაში კი განახლებული, კიდევ უფრო დახვეწილი პორტალის გაშვება იგეგმება.

თამაშების შესაქმნელად ბილაინი პარტნიორობს რეგიონის ერთ-ერთ საუკეთესო სტარტაპტთან ამ მიმართულებით, რომელსაც დიდი გამოცდილება გააჩნია გემიფიკაციის მიმართულებით.

„პირველ რიგში იქმნება ზოგადი იდეა თამაშისა. ამის შემდეგ მუშავდება ისეთი სახის ვიზუალები და პერსონაჟები თამაშისთვის, რომლებთანაც მომხმარებელი ადვილად შეძლებს ასოცირებას - ყველაფერი ეს ერთიანობაში კი დასამახსოვრებელი იქნება. თამაშები იდეურად განსხვავებულია, რათა სხვადასხვა ტიპის მოთამაშეს ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარი ძალები მოსინჯოს. ამ ეტაპზე, პოპულარობით გამოირჩევა ბილაინის „ფერადი“ თამაში, რაც თამაშის საინტერესო მექანიკის, მიმზიდველი ხასიათისა და რაც მთავარია ლამაზი ვიზუალის დამსახურებაა.“ - ამატებს ჯაბა.

არახალია, რომ ვიდეოთამაშები მხოლოდ გართობის საშუალება არ არის, არამედ განტვირთვის შესაძლებლობაცაა. შესამჩნევია ისიც, რომ ადამიანთა უმრავლესობას მოსწონს როდესაც თამაშებში საკუთარი იდეალური „მე“-ს როლში იჭრებიან, ეს მათ თვითშეფასებაზეც დადებით გავნლენას ახდენს.

ამასთანავე მოქმედებს თამაშებში არსებული „ჯილდოს“ გაცემის მექანიზმიც, რომელიც ადამიანებს უფრო მოტივირებულს ხდის, ყოველი წარმატებული მოქმედების შემდეგ მიიღონ დამსახურებული „საჩუქარი“. ასევე არსებობს შეჯიბრების და კონკურენციის პრინციპიც, რომელიც ყოველ ადამიანს დაბადებიდანვე გააჩნია და მისი განხორციელება როგორც რეალურ, ასევე ვირტუალურ სამყაროშიც მოთხოვნადია.

გარკვეული დამატებითი მიზეზები აქვს მობილური თამაშების პოპულარობას: ესენია მისი პორტაბელურობა - თამაშის დაწყება ნებისმიერ ადგილას და დროს შეგიძლიათ; მისი ხელმისაწვდომობა - მობილური თამაშის შექმნა შედარებით ნაკლებ დროს და დანახარჯებს მოიცავს; ასევე ისიც, რომ რამდენიმე წამში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან შეგიძლია განსხვავებულ მოთამაშეს დაუკავშირდე - ეს მომხმარებელს „მსოფლიო მოქალაქედ“ აგრძნობინებს თავს და მოქმედებს მის მოტივაციაზე, შეგვიძლია ვთქვათ მობილური თამაშებიც „ანგრევს საზღვრებს“ ამ მიმართულებით.

„ბილაინს ამ მიმართულებით გრძელვადიანი გეგმები აქვს, პირველ გაიზრდება თამაშების პორტფელი და მომხმარებლებს განსხვავებული ტიპის თამაშების გამოცდის შესაძლებლობა ექნება. ასევე მოსალოდელია არა მარტო ინტერნეტპაკეტების, არამედ სხვა სერვისების გემიფიკაციაც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - იგეგმება ქართული თამაშების კომუნასთან დაკავშირება, დეველოპერებთან რომელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება ქვეყანაში, რათა მომავალში არაერთი საერთო, წარმატებული პროექტის წამოწყება მოხდეს", - ამბობს ჯაბა შავიშვილი.