08.აგვისტო .2022 15:59

რის ხარჯზე იზრდება ქვეყნის ეკონომიკა? - დავითაშვილის პასუხი

რის ხარჯზე იზრდება ქვეყნის ეკონომიკა? - დავითაშვილის პასუხი
views 3731
უკან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილი ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორები განმარტა. ამით მან, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა, თუ რის ხარჯზე აჯანსაღებს მთავრობა ეკონომიკას და ხომ არ ხდება ეს ქვეყანაში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე.

„ეკონომიკური ზრდის შემადგენელი ძირითადი კატეგორიებია - გაზრდილი ექსპორტი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს აქტივობაში გამოიხატება. ეს არის მათ შორის ფეროშენადნობები, სასურსათო პროდუქტები, სხვადასხვა სამრეწველო პროდუქტები; ასევე უცხოური ინვესტიციები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით და აქაც გეტყვით, რომ აშშ და ევროკავშირი არიან ლიდერები და შესაბამისად, ეს ობიექტური მოცემულობაა. სუბიექტურია ის თუ რა ტიპის ნარატივის დამკვიდრებას ცდილობენ ზოგიერთი პოლიტიკოსები.

სამწუხაროდ, ჩვენ რიცხვებს არ მოვიშველიებთ ხოლმე და შეგრძნებებზე გვაქვს აქცენტი. 2019 წელთან შედარებით რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში შემცირებულია. შემცირებულია ასევე ტურისტების რაოდენობა სხვა ტრადიციული ბაზრებიდან. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გარკვეული ალტერნატივები შევქმნათ და ბაზრების დივერსიფიცირება მოხდეს, რითაც დანაკარგების კომპენსირებას მოვახდენთ, რათა ტურიზმში დადებითი დინამიკა გვქონდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა