მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რის ხარჯზე შემცირდა წლიური ინფლაცია? - აკაკი ცომაიას შეფასება

5ff2cf550f12b
თამთა ჯიჯავაძე
04.01.21 12:35
1310
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშით, 2020 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა, მაშინ როდესაც ნოემბერში 3.8% იყო. რამ განაპირობა ფასების დონის კლება და გაგრძელდება თუ არა მსგავსი ტენდენცია, ამაზე bm.ge ეკონომისტ აკაკი ცომაიას ესაუბრა. 

მისი თქმით, როდესაც ეკონომიკა მცირდება, მოთხოვნაც მცირდება, შესაბამისად, ნაკლები რაოდენობის საქონელი და მომსახურება იყიდება, რაც ფასებს ამცირებს. "ინფლაციის კლებაც სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული", - აცხადებს ეკონომისტი.

რაც შეეხება იანვარში მოსალოდნელ მაჩვენებელს, აკაკი ცომაია ფიქრობს, რომ ფასების კლების ტენდენცია მიმდინარე თვეშიც შენარჩუნდება.

„იანვარში იგივე ტენდენცია შენარჩუნდება, თუ მეორე პროცესი არ დაიწყო ანუ ლარმა თუ დაიწყო გაუფასურება და პარალელურად, მიწოდებამ დაიწყო შემცირება, მაშინ ეს ეკონომიკას დაწევს დაბლა, მაგრამ ფასებს ოდნავ ზემოთ აწევს, თუმცა, ეს პროცესი კიდევ უფრო შეამცირებს შემდეგ მოთხოვნას“, - აღნიშნა ეკონომისტმა.

ამასთან, აკაკი ცომაიას პროგნოზით, თუ ფასების კლების ტენდენცია გაგრძელდა, არაა გამორიცხული, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეარბილოს. ახლა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ია. „თუმცა, შერბილება რამდენად უშველის, ეს მეორე საკითხია. აქ მთავარია, რომ სესხები გაიზარდოს და სესხები გაიზრდება თუ არა, ეს დამოკიდებულია კერძო სექტორზე“, - დასძინა მან.