მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?

61efcf5d93d56
BM.GE
25.01.22 13:53
44929
თამბაქოს გასახურებელი ტექნოლოგია სრულწლოვანი მწეველებისთვის ნიკოტინის მიღების ალტერნატივაა, რომელიც თამბაქოს წვის ნაცვლად ახურებს. ამ ტექნოლოგიის გამოსაყენებლად მომხმარებელს სჭირდება მოწყობილობა და გასახურებელი თამბაქოს ღერი. ეს თამბაქოს ღერი განსხვავდება ტრადიციული სიგარეტის ღერისგან.

რისგან შედგება საქართველოს ბაზარზე არსებული გასახურებელი თამბაქოს ღერები:


ფილტრი - სიგარეტის ფილტრის მსგავსად დამზადებულია ცელულოზის აცეტატისგან.

გამაგრილებელი საცობი (იგივე რაც -„PLA“ ფილტრი) - ნაფაზის მიღებამდე აგრილებს აეროზოლს. ეს ის ნაწილია, რომელზეც ხშირად არასწორად ისმის რომ პლასტმასს/ცელოფანს ჰგავს, თუმცა სინამდვილეში სიმინდზე დაფუძნებული ბიოპოლიმერული ფირია, რომელიც ბიოდეგრადირებადია. ეს მასალა ფართოდ გამოიყენება სამედიცინო, საკვების და სასმელების წარმოების ინდუსტრიებში; მაგალითად ერთჯერადი ჩაის კონვერტის/ტომსიკას და სხვა ყოველდღიური გამოყენების ნივთების დამზადებაში.

ჰაერის ნაკადის ღრუ - შექმნილია თამბაქოს საცობის გასამყარებლად და აეროზოლის გამაგრილებელ საცობამდე გადასატანად. ფილტრის მსგავსად დამზადებულია ცელულოზის აცეტატისგან.

თამბაქოს ქაღალდის დამცავი გარსი - ახლად შემუშავებული ტექნოლოგია თამბაქოს ნაწილის დასაფიქსირებლად ალუმინისა და ქაღალდის რამდენიმე ფენის ნაცვლად ახლა ერთ ქაღალდის ფენას იყენებს. შექმნილია, რათა დააფიქსიროს თამბაქო, უზრუნველყოს მისი გახურება წვის ნაცვლად და გემოს თანმიმდევრული გადატანა.

თამბაქო - თამბაქოს ფოთლები წვრილად იფქვება და ფორმირდება თამბაქოს ფურცლებად ისე, რომ მოსახერხებელი იყოს გახურებისთვის. გასახურებელ ღერებში გამოყენებული თამბაქო იგივეა, რაც წვად სიგარეტში, თუმცა მისი დამზადების პროცესი განსხვავებულია.

გარე ქაღალდი- ღერში თამბაქოს დასაფიქსირებლად გამოყენებულია ქაღალდის სახვევი სიგარეტის მსგავსად.

რისგან შედგება ტრადიციული სიგარეტი:

ფილტრი - უზრუნველყოფს თამბაქოს კვამლის ფილტრაციას. დამზადებულია აცეტატისგან და გახვეულია ქაღალდში. არსებობს სხვადასხვა სახის ფილტრები:მხოლოდ აცეტატის, ნახშირის, ჩაღრმავებული (™), და ა.შ.

თამბაქო - დამუშავებული თამბაქოს ნაზავი, რომელიც დაჭრილია პატარა ნაწილებად და მოთავსებულია სიგარეტის ღერში.

• სიგარეტის ქაღალდი გამოიყენება თამბაქოს შესახვევად და დასაფიქსირებლად.

გასახურებელ თამბაქოს ღერებს სიგარეტისგან განსხვავებული შემადგენლობა აქვთ.

სიგარეტი ძირითადად თამბაქოსა და ფილტრის ნაწილებისგან შედგება, თუმცა გასახურებელ ღერებს დამატებითი კომპონენტები აქვთ.

მაგალითად, ბიოდეგრადირებადი ბიოპოლიმერული ფირისგან დამზადებული გამაგრილებელი საცობი, ქაღალდის დამცავი გარსი, ჰაერის ნაკადის ღრუ და თამბაქოს დასამზადებლად გამოყენებული განსხვავებული ტექნოლოგია.

ეს განპირობებულია იმით, რომ გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობები წვის ნაცვლად გახურების ტექნოლოგიას იყენებს.