მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რისი ექსპორტი და იმპორტი გაიზარდა/შემცირდა? - საქსტატი ვაჭრობის წლიურ ანგარიშს აქვეყნებს

6006ce8072735
თელარა გელანტია
20.01.21 09:45
1109
დღეს საქსტატი საგარეო ვაჭრობის წინასწარ მონაცემებს გამოაქვეყნებს. ექსპრეს მონაცემების მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 12%-ით შემცირდა და მან $3.34 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დოკუმენტის თანახმად, COVID-19-ის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო, კიდევ უფრო მეტად - 15.9%-ით შემცირდა უცხოური საქონლის იმპორტი, რამაც 2020 წელს $8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

"უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს $4.66 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტი შეადგინა," - ნათქვამია ანგარიშში.

საქსტატის მიხედვით, დეკემბერში ექსპორტი $325.7 მილიონი დოლარი იყო, რაც 17.7%-იან ($70-მილიონიან) შემცირებას წარმოადგენს. იმპორტის მოცულობამ კი $799 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 17.9%-იანი ($174-მილიონიანი) კლება იყო.