02.სექტემბერი .2019 00:04

რისი ეშინია ბილ გეითსს?

views 1672
უკან

პლანეტის რიგით მეორე ყველაზე მდიდარმა ადამიანმა თავისი მთავარი შიშის შესახებ დოკუმეტურ ფილმში ისაუბრა, რომელიც მილიარდერის ცხოვრებას ეძღვნება. ფილმი სამი ნაწილისგან შედგება, ყველა მათგანი ერთდროულად გამოვა და მაყურებლის წინაშე Netflix- ზე, 20 სექტემბერს წარსდგება.

„ბილის ტვინში“ - ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომლის პირველი ტრეილერი უკვე გამოვიდა. ფილმის ერთი ნაწილი ბილ გეითსთან ბლიც ინტერვიუსგან შედგება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ინტერვიუერმა მილიარდერს მისი მთავარი შიშის შესახებ ჰკითხა.

”არ მინდა, რომ ჩემმა ტვინმა შეწყვიტოს მუშაობა,”- ასეთი იყო გეითსის პასუხი. გარდა ამისა, ტრეილერში დიალოგის ის ნაწილი მოხვდა, სადაც მილიარდერი აღიარებს, რომ მისი საყვარელი ცხოველები ძაღლები არიან, ყველაზე მეტად ჰამბურგერის ჭამა უყვარს და ურჩევნია დილა საუზმის გარეშე გაატაროს. ინტერვიუმდე ცოტა ხნით ადრე გეითსმა აღიარა, რომ საერთოდ არ იცის საჭმლის მომზადება და მხოლოდ ახლახანს შეძლო მოემზადებინა თავისი ერთ-ერთი საყვარელი კერძი - ქათმის მწვადი.

ფილმი ბილ გეითსის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს ეხება - პირადს, მის კარიერას Microsoft-ში, ოჯახსა და საქველმოქმედო საქმიანობას.

შეგახსენებთ, ბილ გეითსი Forbes- ის პლანეტის უმდიდრესი ბიზნესმენების სიაში მეორე ადგილზეა. რეიტინგში მისი ქონება $96.5 მილიარდად შეფასდა. გეითსის შემდეგ სიას უორენ ბაფეტი 82,5 მილიარდი დოლარით იკავებს. პირველ ადგილზე კი Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია - 131 მილიარდი დოლარით.