01.მაისი .2020 13:25

რისთვისაა ახლა "იდეალური დრო"? - გიორგი ქადაგიძის რჩევა მთავრობას

views 955
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის აზრით, იდეალური დროა იმისთვის, რომ მთავრობამ გასაყიდი სახელმწიფო ქონების ფასი მნიშვნელოვნად შეამციროს და პრივატიზაციით ეკონომიკურ აქტივობას შეუწყოს ხელი.

ამის შესახებ ქადაგიძემ bm.ge-ის პანდემიის პირობებში მოსალოდნელი ეკონომიკური რეცესიისგან მაქსიმალურად სწრაფ ტემპში თავის დაღწევის გზებზე საუბრისას განუცხადა.

„ვფიქრობ, საპრივატიზაციო ობიექტების ფასები მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს და არა ფისკალურ მხარეს მიაქციოს ყურადღება მთავრობამ, არამედ იმას, რომ მაქსიმალურად გამოიტანოს გასყიდად ყველაფერი, რაც აქვს და ამით ხელი შეუწყოს აქტივობას ეკონომიკაში. ისევე, როგორც დროა, ერთხელ და სამუდამოდ თავი მოვაბათ მიწების რეგისტრაციის თემას და ვთქვათ, რომ 21-ე საუკუნეში ყველა მიწა რეგისტრირებულია; თაობები იცვლება უკვე და მიწის რეგისტრაციის საკითხი არ დამთავრებულა“, - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.

ცნობისთვის: სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირველ კვარტალში პრივატიზაციის შედეგად ბიუჯეტში 43, 633, 544 ლარი შეიტანა. პირველი სამი თვის გეგმა 32,500,000 ლარი იყო. Bm.ge-მ სააგენტოს გაყიდული ქონების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდება თხოვა, რაზეც უარი მივიღეთ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა