03.ოქტომბერი .2019 11:23

რითი ეხმარება მთავრობა სებ-ს ლარის გამყარებაში? - ნათია თურნავას პასუხი

views 393
უკან

„ეკონომიკური პოლიტიკა და ლარის კურსი რამდენიმე მდგენელს შეიცავს. ეს მხოლოდ ეროვნული ბანკის კონტრიბუცია არ არის. ეს არის სხვა უწყებების კონტრიბუციაც,“ - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვას -  „მთავრობა რითი ეხმარება ეროვნულ ბანკს?“ 


„ეროვნული ბანკი საკუთარი მანდატის ფარგლებში მოქმედებს და ყველაზე მეტი ბერკეტი ამ თვალსაზრისით ეროვნულ ბანკს გააჩნია. ჩვენ ვხედავთ ის ამ ბერკეტებს რამდენად ეფექტურად იყენებს და საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის გამოიყენებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეკონომიკური პოლიტიკა და ლარის კურსი რამდენიმე მდგენელს შეიცავს. ეს მხოლოდ ეროვნული ბანკის კონტრიბუცია არ არის. ეს არის სხვა უწყებების კონტრიბუციაც.


თუნდაც ის, რომ ბიზნესის შემდგომ განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი და ბიზნეს გარემო კიდევ უფრო მეტად გავამარტივოთ, რაზეც მათ შორის პასუხისმგებლობა ჩვენ სამინისტროსაც ეკისრება, ესეც არის ხელშეწყობა ლარის კურსის გამყარების. კიდევ ერთი ბერკეტი დაჩქარებული პრივატიზაციაა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


ცნობისთვის: ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემის მიხედვით, 1 დოლარის ღირებულება 2.97 ლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა