მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რითი იყო განპირობებული სამშენებლო ინდუსტრიაში ხელფასების ყველაზე დიდი რაოდენობით შემცირება?

5f57a8373ec90
ანუკა ჯოხაძე
12.09.20 14:00
1056
საქსტატის მონაცემებით კერძო სექტორში გაცემული ხელფასების მოცულობა 2020 წლის მეორე კვარტალში 304 მლნ ლარით შემცირდა. ამასთან, მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში 631.8 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.1%-ით ნაკლებია. ყველაზე დიდი რაოდენობით, 86,1 მლნ ლარით ხელფასები გასული წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით სამშენებლო სექტორში შემცირდა.

სამშნებლო კომპანია "არსის" გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე ამბობს, რომ შემცირება მეორე კვარტალში ქვეყნის მასშტაბით მშენებლობების შეჩერებით იყო განპირიბებული, ხოლო სხვა ინდუსტრიებისგან განსხვავებით ამ სექტორში მომუშავეების ძირითადი ნაწილი არა ფიქსირებულ ხელფასს, არამედ ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოს მიხედვით იღებს. 

“ამ სფეროში არ არის ფიქსირებული ხელფასები, სამშენებლო ნაწილში ხელფასები სამუშაოს მოცულობაზეა მიბმული. ანუ დასაქმებულები გამოიმუშავებენ შესრულებული სამუშაოს მიხედვით. მეორე კვარტალში გარკვეული პერიოდი საერთოდ გაჩერებული იყო მშენებლობა, დიდ ნაწილში შეფერხება და შემცირება იყო ტემპების და ამან გამოიწვია გაცემული ხელფასების შემცირება.

ჩვენი კომპანიის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, იმ თანამშრომლებზე, სადაც ფიქსირებულია ხელფასები, არ შეგვიმცირებია, მაგრამ მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს შემოსავალი, გამომდინარე იქიდან, რომ ის ერთი თვე, როცა ვერ იმუშავეს და როცა შემცირებული იყო მშენებლობის ტემპი, ნაკლები გამოიმუშავეს. თუმცა სახელმწიფოს ანტიკრიზისულმა გეგმამ უკვე გარკვეული შედეგები გამოიღო. მოთხოვნა და ბინების რეალიზაცია გაზრდილია, შესაბამისად ისევ ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება მშენებლობის პროცესიც “- ამბობს სამშენებლო კომპანია “არსის” გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე.