მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიტორიკული კითხვა მაქვს - 5 000 ინფიცირებული გვყავს და აცრა რატომ შეგვიმცირდა? - ლადო კახაძე

61811505ab3d5
ინგა მურუსიძე
02.11.21 14:44
1407

1 ნოემბერს საქართველოში დღიურად მხოლოდ 3 369 აცრა ჩატარდა, რაც საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში აცრების მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2 ნოემბრის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულ პირთა რაოდენობამ  942 397 შეადგინა, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33%-ია. სპეციალისტების პროგნოზით, თუ წლის ბოლომდე ასე გაგრძელდა, სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს ვერ მივაღწევთ, შესაბამისად, პანდემია არ შეჩერდება.

ვაქცინაციის თემას პარლამენტის ტრიბუნიდან დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ლადო კახაძე გამოეხმაურა და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„ჩინეთში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა და მაშინვე 400 ათასი ადამიანი ჩადგა რიგში ასაცრელად. რიტორიკული კითხვა მაქვს - 5000 ინფიცირებული გვყავს და აცრა რატომ შეგვიმცირდა? თავს არ ვუმტროთ, ყველას გთხოვთ, ყველანაირი ინფრასტრუქტურული მონაცემებით მხარს გიჭერთ, ვაქცინების რესურსი არის და აიცერით.

ჩვენ გვჭირდება მილიონი აცრა. ამის შესაძლებლობა არსებობს. ჩვენი ქვეყანა უნდა გავხადოთ უსაფრთხო მასპინძელი და ჩვენი ქვეყნიდან წასული ადამიანი უსაფრთხო სტუმარი ნებისმიერ ქვეყანაში. ასევე, არ უნდა ჩაიკეტოს ეკონომიკა“, - განაცხადა ლადო კახაძემ.