05.მარტი .2020 17:16

რიყის "დოქების" აუქციონი ჩაიშალა - ობიექტი 95 მლნ. ლარად არავინ იყიდა

views 633
უკან

დღეს, 17:00-ზე უშედეგეგოდ დასრულდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი, შედეგად, ე.წ. "რიყის დოქები" კვლავ სახელმწიფო საკუთრებად რჩება. 

აუქციონში თბილისის ცენტრში მდებარე 14,591 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული უნიკალური არქიტექტურული ნიმუში 95 მილიონი ლარის საწყის ფასად იყიდებოდა, თუმცა ზუსტად ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე აუქციონში საკუთარი ბიჯი არცერთმა პოტენციურმა მყიდველმა არ განათავსა. 

აუქციონის პირობების მიხედვით, შემძენს თანხა ორი თვის ვადაში უნდა გადაეხადა და შეძენიდან 36 თვის განმავლობაში ობიექტზე 10 მილიონი ლარის ინვესტიციით, მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა მოეწყო. 

"მყიდველი ვალდებულია „ა-გ“ პუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“ წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული ,,გ“ პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ,,ბ“ პუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას,"- ნათქვამი იყო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა