ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საპარტნიორო ფონდის რეფორმირების შესახებ BMG-ის კითხვას გასცა პასუხი. მინისტრის თქმით, ფონდს მსხვილი საწარმოები - საქართველოს რკინიგზა და ნავთობისა და გაზის კორპორაცია დატოვებენ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, საპარტნიორო ფონდი რეფორმირების შემდეგ “მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს განახორციელებს”.
“მნიშვნელოვანი სახელმწიფო საწარმოები არ იქნებიან ფონდის ნაწილი, არც არის ფონდის ახალი შინაარსიდან გამომდინარე ლოგიკური, რომ ისინი ფონდის მმართველობის ქვეშ იყვნენ, პირიქით იცით, რომ მთავრობა მუშაობს და უახლოეს ხანებში დავამტკიცებთ სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგიას, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო საწარმოებში, ასევე OECD-ის პრინციპებზე დაფუძნებულ კორპორატიული მართვის პრინციპების შემოღებას, შესაბამისად იგივე რეფორმები უნდა განხორციელდეს ამ მსხვილ სტრატეგიულ სახელმწიფო საწარმოებში.
ფონდი იქნება საინვესტიციო ფონდი, რომელიც განახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს საინვესტიციო კუთხით და ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ფონდი უნდა იყოს დამოუკიდებელი და გაიმიჯნოს სახელმწიფო ბიუჯეტისგან და იყოს შედეგზე ორიენტირებული, ხოლო ფისკალური რისკები უნდა იყოს მინიმიზებული. ესაა მათ შორის ჩვენი შეთანხმება IMF-თან. უახლოეს ხანებში თქვენ უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ როგორი იქნება ფონდი,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
გასული კვირის ორშაბათს საქართველოს მთავრობის სხდომაზე “საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონის” გაუქმების საკითხიც განიხილეს. შესაბამისად, ამჟამად “საპარტნიორო ფონდი” დემონტაჟის პროცესში იმყოფება, მაგრამ რა სახით გაგრძელდება რეფორმირებული ორგანიზაციის საქმიანობა უცნობია.
უცნობია ფონდის დაფინანსების მექანიზმიც, თუკი წარსულში ეს დაფინანსება იყო ფონდის შვილობილი კომპანიების მიერ გადახდილი დივიდენდი მომავალში, ფონდს მსხვილი შვილობილები დატოვებენ და ის მათგან დივიდენდებს ვერ აიღებს. პარალელურად, IMF-თან გაფორმებული მემორანდუმით, ფონდს ახალი ვალების აღების შესაძლებლობაც არ ექნება.
“საპარტნიორო ფონდის” აქტივები მისი უკანასკნელი ანგარიშგების თანახმად, 4.6 მილიარდი ლარი, ვალდებულებები კი 3.17 მილიარდი ლარია. ამჟამად ფონდის საკუთრებაში ორი მსხვილი საწარმოა, ესენია "საქართველოს რკინიგზა" და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია". 2020 წელს ფონდის კონსოლიდირებული შემოსავალი 1.49 მილიარდი ლარი, ზარალი კი 196 მილიონი ლარი იყო. წარსულში ფონდის საკუთრებაში ასევე შედიოდა სახელმწიფო ელექტროსისტემა, ესკო და "თელასის" 25%-იანი წილი.
შეგახსენებთ, რომ 2013-2015 წლებში მთავრობა საპარტნიორო ფონდის რებრენდინგს და “საქართველოს განვითარების ბანკის” დაფუძნებას განიხილავდა, მაგრამ ეს ინიციატივა არ განხორციელდა.
თავად საპარტნიორო ფონდმა 2015-2020 წლებში 1.34 მილიარდი ლარის ზარალი განიცადა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი