მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რკინიგზამ 2022 წელს 14.7 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა - საქსტატი

63ff4cb4028d5
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.23 09:32
1233
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ტრანსპორტის სტატისტიკის ძირითად მაჩვენებელს აქვეყნებს, რომლის მიხედვით 2022 წლის განმავლობაში რკინიგზის საშუალებით ჯამში 14 მილიონ 772 ათასი ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდა. გადაზიდული ტვირთების წონა 2021 წლის მაჩვენებელს 21.7%-ით აღემატებოდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გადაზიდული ტვირთების წონა 14 მილიონ 581 ათას ტონას შეადგენდა, ხოლო კონტეინერების წონა 191 ათას ტონას შეადგენდა.

მთლიან გადაზიდვებში, ტრანზიტული ტვირთებზე 58.5% მოდის. ამავე დროს ტრანზიტული ტვირთების მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 28.5%-ით გაიზარდა და 8 მილიონ 655 ათას ტონა შეადგინა; მას მოჰყვება საერთაშორისო გადაზიდვებით ტრანსპორტირებული 4 მილიონ 225 ათასი ტონა ტვირთ. ამ შემთხვევაში ქვეყანაში 2 მილიონ 955 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 1 მილიონ 269 ათასი ტონა გავიდა; გასული წლის განმავლობაში რკინიგზის მიერ ქვეყნის შიგნით - ადგილობრივად გადაზიდული ტვირთის წონა 1 მილიონ 892 ათასი ტონას შეადგენდა. ზრდა წინა წელთან შედარებით მინიმალურია (2021 წელი - 1.844 მლნ ტონა).

აღსანიშნია, რომ გადაზიდული ტვირთების უმთავრესი ნაწილი სავაგონო გადაზიდვებზე მოდის და 13 მილიონ 270 ათას ტონას შეადგენდა, ხოლო საკონტეინერო გადაზიდვების წონა 1 მილიონ 502 ათასი ტონა იყო.