მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რკინიგზის სატვირთო გადაზიდვები რეკორდულად გაიზარდა – დავით ფერაძე

61c7001ec9bbf
დავით ჯალაღონია
25.12.21 17:55
802
"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის დავით ფერაძის განცხადებით, მიმდინარე წელს რკინიგზის ტვირთბრუნვამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ მან Forbes talks-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემები სარკინიგზო გადაზიდვების 9.5%–იან ზრდას აჩვენებს. 

"ასეთი რეკორდული ზრდა ბოლოს 2010 წელს იყო. წელს სატვირთო გადაზიდვებში 9.5%–იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუ შევხედავთ ევროპას, დაწყებული 42%–დან, დამთავრებული 10%–მდე კლებაა მთელს რეგიონში, აღმოსავლეთ ევროპაში. საკმაოდ დადებითი შედეგი დაიდო. ჩვენი პროგნოზები მატებასთან დაკავშირებით იყო 500-600 ათასი ტონა და წლიურ ჭრილში უკვე მილიონ 100 ტონას გადავაჭარბეთ. ახალ წლამდე რამდენიმე დღე დარჩა და ეს ციფრები კიდევ დაკორექტირდება", – განაცხადა დავით ფერაძემ.