მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

RMG: კომპანია ფაქტობრივად გაჩერებულია

5e78b98533cdb
ელენე გოგბერაშვილი
23.03.20 17:29
1338
პრემიერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანია RMG-ის კორპორატიულმა დირექტორმა კახა მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი გახარიასგან მიიღეს დაპირება, რომ უახლოეს საათებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კომპანიის მენეჯმენტთან ერთად ჩამოყალიბდება იმ ძირითად პირობებზე, რომლის შესრულების შემთხვევაში, კომპანია გააგრძელებს ოპერირებას.

„შეხვედრა იყო საკმაოდ დადებითი კონკრეტლად ჩვენი კომპანიისთვის. გუშინ გამოცხადებული საკარანტინო მდგომარეობის გამო, ჩვენი კომპანია ფაქტიურად გაჩერებულია. პრემიერმა ხაზი გაუსვა, ჩვენი კმპანიის მნიშვნელობას ქვეყნის და რეგონის ეკონომიკურ განვითარებაში და დაგვპირდა, რომ უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩვენს მენეჯმენტთან ერთად ჩამოყალიბდება იმ ძირითად პირობებზე, რომლის შესრულების შემთხვევაში, კომპანია გააგრძელებს ოპერირებას უახლოეს საათებში.

ჩვენს გვაქვს კონკრეტული საკითხები, პრობლემები, რადგან ჩვენ ვოპერირებთ სამ მუნიციპალიტეტში - დმანისი ბოლნისი და თეთრიწყარო, შესაბამისად, საზღვრის ჩაკეტვა ჩვენს თანამშრომლებს არ აძლევს საშუალებას კომპანიაში მოხვდნენ“, - აცხადებს კახა მჭედლიშვილი.

მისი თქმით, მათი შეთავაზებაა, მოხდეს ლოგისტიკური დერეფნის მოწყობა, რომ კომპანიამ შეძლოს საქმიანობის გაგრძელება.