უოლ-სტრიტის ყურადღების ცენტრში ამჯერად უმსხვილესი ამერიკული ტრეიდინგ პლატფორმა Robinhood-ია, რომელიც 2020 წლიდან მოყოლებული დამწყები ინვესტორებისა და ტრეიდერების რჩეულ სავაჭრო პლატფორმად და საინვესტიციო აპლიკაციად იქცა.
მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ ნიუ-იორკის ფინანსური სექტორის მარეგულირებელმა ორგანომ Robinhood-ის კრიპტო დეპარტამენტი 30 მილიონი დოლარით დააჯარიმა. უწყების განმარტებით, კიბერუსაფრთხოებისა და ფულის გათეთრების მიმართულებით სათანადო მონიტორინგის გასატარებლად კომპანიას საკმარისი რესურსები არ გააჩნია, რის გამოც ის ფინანსური სტაბილურობისთვის რისკებს ზრდის.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის გამო, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ Robinhood-ი 65 მილიონი დოლარით დააჯარიმა; 2021 წელს კი კომპანია ფინანსური ინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანოს სამიზნე აღმოჩნდა, რომელმაც Robinhood-ი დამატებით $70 მილიონით დააჯარიმა, ამ შემთხვევაშიც კომპანიას ბრალად ედებოდა ინვესტორებისა და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა.
რაც შეეხება კვარტალურ შედეგებს, ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ Robinhood-ის შემოსავლები მიმდინარე წლის II კვარტალში 44%-ით შემცირდა, აქტიური მომხმარებლის რაოდენობა კი 34%-ით დაეცა.
ექსპერტების შეფასებით, კომპანიის ფინანსური შედეგების გაუარესება პირდაპირ კავშირშია საფონდო და კრიპტო ბირჟების ვარდნასთან, რადგან კომპანიების აქციების შემცირების ფონზე, იკლებს ტრეიდინგ აქტივობა, რაც, თავის მხრივ, Robinhood-ის შემოსავლის ძირითადი წყაროა.
გაუარესებული შედეგების ფონზე, კომპანიის მენეჯმენტი თანამშრომელთა რაოდენობის 23%-ით შემცირებას გეგმავს, რაც იმას გულისხმობს, 780 თანამშრომელს Robinhood-ის დატოვება მოუწევს.
ერთწლიან ჭრილში Robinhood-ის აქციების ღირებულება 79%-ითაა შემცირებული, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 8.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Meta, Berskhire Hathaway და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე