მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რობოტების დახმარებით Georgian Products-მა წარმოება გაასამმაგა

63c143c88b7ff
ლიკა მეგუთნიშვილი
14.01.23 00:05
1060
ცხოველების ავეჯის, აქსესუარების, საკვებისა და სათამაშოების მწარმოებელი კომპანია Georgian products-მა წარმოებაში გერმანული ბრენდის KUKA-ს რობოტების გამოყენება 2021 წელს დაიწყო. ამ დროისთვის კომპანიის საწარმოში 6 რობოტი სრულ ციკლშია ჩართული.

როგორც Georgian Products-ის დამფუძნებელმა, დავით ბარდაველიძემ BMG-სთან განაცხადა, წარმოებაში ახალი ტექნოლოგიის ჩართვისთვის კომპანიამ €700 000-ს ინვესტიცია განახორციელა და მათ სამართავად თანამშრომლების გადამზადება უზრუნველყო.

„საერთოდ რობოტი კავკასიის მასშტაბით პირველად ჩვენ შემოვიტანეთ. მაღალტექნოლოგიურმა გერმანულმა კომპანია KUKA-მ ეს რობოტები სპეციალურად ჩვენთვის შექმნა, მანამდე ამ ინდუსტრიაში ასეთი ტექნოლოგია არ გამოყენებულა. რობოტების ჩართვის შედეგად ჩვენ პროდუქციის წარმოება გავასამმაგეთ. ეს ყოველივე არა მხოლოდ ჩვენ გაგვიადვილებს შრომას, არამედ KUKA უკვე გეგმავს იმასაც, რომ საქართველოში წარმომადგენლობა შექმნას და ეს ინდუსტრია აქაც შემოვიდეს, რომელიც სერვისის თვალსაზრისით რეგიონებს დაფარავს“, - აცხადებს დავით ბარდაველიძე.

ცნობისთვის, „KUKA“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რობოტების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის ყოველწლიური გაყიდვები 2.6 მილიარდ ევროს აღწევს. ქართულ საწარმოსთან თანამშრომლობის შედეგად, “KUKA” არამხოლოდ საქართველოში, არამედ სრულიად რეგიონში პირველად შემოვიდა.