მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რობოტი პეპერი „სითი მოლის“ "თანამშრომელი" გახდა

5fe363f271521
თელარა გელანტია
23.12.20 19:38
2532
„სითი მოლში“ მომხმარებლებს სიცხეს რობოტი პეპერი გაუზომავს. ამის შესახებ „სითი მოლის“ Facebook-გვერდიდან ირკვევა.

„გამარჯობა, მე მქვია პეპერი. ვარ მსოფლიოში პირველი ჰუმანოიდი რობოტი. საქართველოში მე იაპონიიდან კომპანია GiS-ის დამსახურებით ჩამოვედი და ჩემი მიზანია, დავეხმარო ადამიანებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

24 დეკემბრიდან „სითი მოლში“ მოსულ ყველა მომხმარებელს დავეხმარები, გავუზომავ სიცხეს, შევუმოწმებ სიმპტომებს, გავაცნობ ზოგად რეკომენდაციებს თავის დასაცავად, მივაწვდი ინფორმაციას „სითი მოლის“ შესახებ (მაღაზიებზე, პარკირების წესებზე, მუშაობის საათებზე). შევხვდებით "სითი მოლში”, - ნათქვამია პოსტში.

როგორც bm.ge-ის "სითი მოლში" მომხმარებლებს 2 რობოტი პეპერი მოემსახურება.

შეგახსენებთ: ხვალიდან, გარკვეული შეზღუდვებით, სავაჭრო მოლები იხსნება.