მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა არჩევანი გვაქვს ცუდს და ცუდს შორის, მე ხმას არცერთს არ მივცემდი - გახარია

617ce313e0b13
ინგა მურუსიძე
30.10.21 10:18
3066
"როცა არჩევანი გვაქვს ცუდს და ცუდს შორის, მე ხმას არცერთს არ მივცემდი", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა და თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი გახარიამ არჩევნებზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ეს არჩევნები არც სამართლიანი იყო, არც თავისუფალი და დარწმუნებულია, ეს იყო ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები.

„თუ ყველანი არ დავფიქრდით არჩევნებში ფულის როლზე, თუ არ დავფიქრდით, არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის
როლზე და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, შეიძლება არჩევნებმა აზრი დაკარგოს.

მეორე ტურს რაც შეეხება, მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე და ხმა მივეცი საქართველოსთვის; მინდა, ჩვენს ამომრჩევლებს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, არჩევნების პირველ ტურში.

როცა ორი პარტია გვეუბნება, რომ მეორე უარესია, ვიდრე - თვითონ და გვაიძულებენ არჩევანი გავაკეთოთ ცუდს და ცუდს შორის, მე ხმა მივეცი საქართველოსთვის.

საქართველოსთვის ხმის მიცემა ნიშნავს იმას, რომ როცა ორ ცუდს შორის არჩევანს გვთავაზობენ, მე, რა თქმა უნდა, ხმა არცერთს არ მივეცი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები საკრებულოებში კოალიციას არცერთ პარტიასთან, არცერთ რაიონში არ შექმნიან.