მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა დღიურად 25 ადამიანი კვდება კოვიდით, დიდი ქორწილების დრო არ არის - გამყრელიძე

6103cabc62a8f
ინგა მურუსიძე
30.07.21 14:01
1301
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, როცა ქვეყანაში დღიურად 25 ადამიანი კვდება კოვიდით, ქორწილების დრო არ არის. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რას უპირისპირებს მთავრობა 300-400-კაციან ქორწილებს, რომლებიც ქვეყანაში იმართება და მაგალითად აჭარა მოიყვანა.

„ერთი გამოსავალია მკაცრი კონტროლი მათ მიერ, ვისაც ეს ევალება და მეორე, ჩვენი თვითშეგნება. როცა ქვეყანაში 25 ადამიანი დაიღუპა კოვიდით, ამის <ქორწილების> დრო არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე - არის თუ არა ის ადამიანების თვითშეგნებით კმაყოფილი, NCDC-ს ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ არა.

გარდა ამისა, ამირანგამყრელიძემ დააკონკრეტა, რომ არავითარი დამატებითი შეზღუდვების შემოღება არ იგეგმება.

„იგეგმება ის, რომ გამკაცრდეს მონიტორინგი იმ შეზღუდვებზე, რაც დაწესებულია“, - განაცხადა გამყრელიძემ.