მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა ინფლაციური შოკები მილევას დაიწყებს, მონეტარულ პოლიტიკას ეტაპობრივად შევამცირებთ - გვენეტაძე

6179119b4e8fb
ინგა მურუსიძე
27.10.21 12:43
772
მას შემდეგ, რაც დავინახავთ, რომ ინფლაციური შოკების მილევა ხდება, მონეტარული პოლიტიკის განაკვთს ეტაპობრივად შევამცირებთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის
დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთის ტრაექტორიას, პროგნოზს, ეს დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა
მოვლენები იქნება მსოფლიოში. ანუ, ის დისბალანსი, რომელიც შეიქმნა მსოფლიოში, ჯერჯერობით არ დასრულებულა და მის სხვადასხვა გამოვლინებებს ვხედავთ. მაგალითად ნავთობის ფასები ორჯერ უფრო მღალია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო.

საქართველო იმპორტიორი ქვეყანაა და შეუძლებელია, ამან გავლენა არ მოახდინოს. აქედან გამომდინარე, როდესაც ეს დისბალანსები აღმოიფხვრება, ეს უკვე ინფლაციაზეც აისახება. დღევანდელი პროგნოზით, რომელიც მსოფლიოში ხშირად იცვლება, შოკის ამოწურვის პარალელურად, ინფლაცია 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყებს შემცირებას და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავინახავთ, რომ ინფლაციური შოკების მილევა ხდება, მონეტარული პოლიტიკის განაკვთს ეტაპობრივად შევამცირებთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა.