მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა ჯანდაცვის სამინისტრო ცალმხრივად ცვლის მუშაობის წესებს, ეს არის შეცდომა - PSP-ს დამფუძნებელი

5e062f9d89b5a
BM.GE
27.12.19 20:38
880
როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო ცალმხრივად ცვლის მუშაობის წესებს, ეს არის შეცდომა, - ამის შესახებ PSP-ს დამფუძნებელმა კახა ოქრიაშვილმა BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა. მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვა - ეს არის ქართული ოცნების დანაპირები და ყველაზე მაგარი რამ, რაც მათ გააკეთეს.

„მაგრამ ჯანდაცვამ 2013 წლიდან არასწორად დაიწყო ეს რეფორმა, და ახლა გადაბრალება იმაზე, რომ საავადმყოფო რაღაცას არასწორად აკეთებს, ეგ არ შეიძლება. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ჯანდაცვის სამინისტროს და მის მენეჯმენტს. მათ ვერ გამართეს ნორმალურად ეს პროგრამა და ამ პროგრამას ახლა აქვს პრობლემები.

მინდა ვუსურვო პრემიერ-მინისტრსაც და ყველა ჩართულ აქტორს, რომ ეს პრობლემები 2020 წელს ერთად გადაჭრან... ოღონდ ერთად... ისე კი არა,რომ დადგენილება გამოვიდეს და იმ დადგენილებიდან გაიგონ საავადმყოფოებმა რომ თურმე შეიცვალა რაღაც. წინასწარ უნდა შეხვდნენ, შეთანხმდნენ და მერე უნდა გამოვიდეს დადგენილება“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

მან ასევე კითხვაზე - ჯანდაცვა ბიზნესია თუ არა - განაცხადა, რომ მთელ მსოფლიოში იმის მიუხედავად, საავადმყოფო კერძოა თუ სახელმწიფო, იგი არის ბიზნესი.

„რესპუბლიკური საავადმყოფო არის სახელმწიფოს საავადმყოფო და არის წაგებაზე. ეგ არის წამგებიანი.. ეს არის იურიდიული პირი, რომელიც დაკავებულია სამედიცინო სერვისის მიწოდებით. და იმის მიუხედავად რომ არის სახელმწიფო საკუთრებაში, ის არის სამეწარმეო რეესტრში გატარებული იურიდიული პირი... ყველაფერი რაც არის მომსახურებასთან, შექმნასთან და წარმოებასთან დაკავშირებიული, ყველაფერი არის ბიზნესი....

რა თქმა უნდა, უნდა იყოს რეგულირებადი ეს ყველაფერი... ჯანდაცვის სამინისტრო არის უმსხვილესი შემსყიდველი დღეს ამ სერვისის. სერვისის მიმწოდებელი არის ჩვენი ოპერატორები, გულის კლინიკები და საავადმყოფოები. ამ სიკეთის მიმღები არის ჩვენი მოსახლეობა“, - განაცხადა PSP-ს დამფუძნებელმა.