მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა ვსაუბრობთ ამა თუ იმ რეგიონის პოტენციალზე, ასპინძის შემთხვევაში, პირველ რიგში ტურიზმი გვახსენდება –კუჭავა

613df40803eb4
BM.GE
12.09.21 16:33
1074
როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ რეგიონის პოტენციალზე, ასპინძის შემთხვევაში, პირველ რიგში ტურიზმი გვახსენდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმდჯომარემ კახა კუჭავამ ასპინძაში განაცხადა.

მისი თქმით, აპინძა ამ მიმართულებით ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრია.

“პირადად მე, ყოველთვის ვცდილობ თუ დრო აქვს უცხოელ სტუმარს, აქ ჩამოვიყვანო და ვანახო აქაურობა, რადგან ეს დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა, რომელიც არ შეიძლება გაქრეს...

გზად მოვდიოდით და ვაკვირდებოდით, თუ რამდენად ლამაზი და განსხვავებულია ის პეიზაჟები, რომლებიც იზიდავს ბევრ მნახველს, ულამაზესად გაკეთებული ხერთვისის ციხესამაგრე, გზად დავაკვირდით თმოგვის ციხესიმაგრეს, რომელიც ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა აღდგეს და რათქმაუნდა ვარძია, მსოფლიოს ერთ–ერთი საოცრება, რომელიც უნიკალურია იმ დატვირთვით, რომელსაც ის ატარებს ჩვენი ქვეყნისთვის”,– აცხადებს კახა კუჭავა.