მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Roche COVID-19-ით ინფიცირებულებთან მედიკამენტ Actemra/RoActemra-ს კლინიკურ ტესტირებას იწყებს

5e7a1e6be2e18
ნათია თაქთაქიშვილი
24.03.20 19:12
1337
ფარმაცევტულმა კომპანია Roche COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებთან მედიკამენტ Actemra/RoActemra-ს კლინიკური ტესტირებას იწყებს. პრეპარატით იმ პაციენტებს უმკურნალებენ, ვისაც კორონავირუსით გამოწვეული პნევმონია აღენიშნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას pharmaceutical-business-review.com-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მედიკამენტ Actemra/RoActemra-ს კლინიკური ტესტირების პირველ ეტაპზე, რომელიც აპრილიდან დაიწყება, 330-მდე პაციენტი მიიღებს მონაწილეობას.

”ჩვენ ვიწყებთ მედიკამენტ Actemra / RoActemra-ს კლინიკურ კვლევას, რათა შევისწავლოთ მისი ეფექტი COVID-19-ით გამოწვეული პნევმონიის მქონე პაციენტებზე. ტესტირების საფუძველზე ფარმაცევტული კომპანია შეძლებს განსაზღვროს წამლის პოტენციური როლი დაავადების სამკურნალოდ“, - განაცხადა Roche-ს დირექტორმა დოქტორ ლევი გერევეიმ.