მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდემდე გაუძლებს covid-19-ს ჯანდაცვის სისტემა? - ამირან გამყრელიძის პასუხი

5f9820dd25d91
ინგა მურუსიძე
27.10.20 17:37
1220
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო არ უნდა მივიდეს იმ დონემდე, როცა ჯანდაცვის სექტორს ინფიცირებულთა მართვა გაუჭირდება.

ასე უპასუხა Facebook-პრესკონფერენციაზე მან კითხვას - როდემდე გაუძლებს სისტემა და რა იქნება გეგმა „ბ“. 

ამირან გამყრელიძე ირწმუნება,  რომ რამდენიმე სცენარია მომზადებული, თუმცა გეგმა "ბ"-ზე გადასვლა საჭირო არ უნდა გახდეს.

„ჩვენ არ უნდა მივიდეთ იმ დონემდე, როცა ჯანდაცვის სისტემას გაუჭირდება ინფიცირებულთა მართვა. სამედიცინო საზოგადოების და ჯანდაცვის სისტემის უპირველესი მოვალეობაა, რომ ყველა გამოწვევას შესაბამისად შეხვდეს, მაგრამ ამოუწურავი რესურსები არ არსებობს, მათ შორის ჯანდაცვის სექტორშიც.

პროგნოზირების რამდენიმე სცენარი გვაქვს, მაგრამ უკვე ხედავთ, რომ ჯანდაცვის სისტემა და სექტორი უმკლავდება დღიურად დაახლოებით, 2000 ახალ შემთხვევას, ამიტომ ვფიქრობ, ჩვენ არ მივალთ იმ სტადიამდე, როცა გეგმა "ბ"-ს ამუშავება იქნება საჭირო. ჯანდაცვის სექტორმა  ამ დიდ გამოწვევას უნდა გაუძლოს“, - განახადა ამირან გამყრელიძემ.

რა არის გეგმა "ბ" NCDC-ის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია. 

Covid-სტატისტიკა/27 ოქტომბერი: საქართველოში 482 მძიმე პაციენტია