ჯანდაცვის სამინისტრო COVID-ის მართვაში ჩართულ კლინიკებს მილიონობით ლარს ედავება. მინისტრის თქმით, უწყების მიერ გამოწერილი მსხვილი ჯარიმების გადახდას რამდენიმე კლინიკა დათანხმდა, ხოლო უმეტეს შემთხვევაში, საქმეებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს.
ჯანდაცვის სამინისტროს დავა კლინიკებთან კოვიდ-ხარჯებთან დაკავშირებით 2022 წლის აპრილიდან დაიწყო, მაშინ მინისტრმა აზარაშვილმა თქვა, რომ კორონავირუსთან ბრძოლისას ექთნებისა და ექიმებისათვის განკუთვნილი დანამატი ბენეფიციარებს არ ეძლეოდათ, მეტიც, მათ ნაცვლად სახელმწიფოს ხარჯზე ხელფასებს დირექტორები და მოადგილეები იზრდიდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სასამართლო დავების დასრულებამდე მსგავსი კომენტარების გაკეთებას მიუღებლად მიიჩნევს ჯანდაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე. სურგულაძე ფიქრობს, რომ მნიშვნელოვნად შეცვლილი უწყების რიტორიკა კერძო კლინიკებისადმი ბიზნესთან ერთად პაციენტებსაც დააზარალებს.
„1 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჯანდაცვაში განაცხადეს - ვიცით, რომ დარღვევებს ჰქონდა ადგილიო და ამ დრომდე კონკრეტულად არაფერი დასახელებულა, არცერთი კლინიკის ხელმძღვანელი დასჯილი არ არის. როდესაც გჭირდებოდა ეს კლინიკები და ტაშს უკრავდი და მართლა გმირულად იმუშავეს ექიმებმაც, ექთნებმაც, ადმინისტრაციამაც, მაშინ ხო კარგი იყო?
სამედიცინო პირბადე 18-20 ლარი ღირდა და კლინიკებს ის სჭირდებოდათ და გაზრდილი ფასით ყიდულობდნენ. მაშინ კონსიგნაციით არცერთი ფარმაცევტული კომპანია პროდუქციას არ იძლეოდა, თანხა უნდა გადაგეხადა. თუ ეს თანხა ვინმემ ჯიბეში ჩაიდო, სახლში წაიღო ეს სხვა ამბავია და ამას სჭირდება გამოძიება, მაგრამ თუ რეალურად ხდებოდა პაციენტისთვის მოხმარება, აქ სხვანაირი მიდგომა უნდა იყოს. ასეთი ან სხვა ტიპის კატასტროფა რომ მოხდეს, მიწისძვრა იქნება თუ ახალი ვირუსი მერე როგორ ვიქცევით? მერე როგორ მოვთხოვთ ამ კლინიკებს პაციენტები მიიღონ?
მახსოვს პერიოდი, როცა მინისტრი ყოველდღე იბარებდა ხელმძღვანელობებს და ემუდარებოდა საწოლები კიდევ დაამატეთ, ოღონდ თქვენ იმუშავეთ ყველაფერს გავაკეთებთო და სად არის ახლა ეს? კიდევ ვიმეორებ თუ სისხლის სამართლის საქმეებია ეს სხვა თემაა, მაგრამ თუ ეს ფინანსური რესურსი მოხმარდა იგივე პაციენტებს, არასწორია ამაზე ლაპარაკი.
1 თვის წინ დაიწყეს საუბარი, რომ ცარიელი საწოლების დაფინანსება რატომ ხდებოდაო, ეს იყო პრემიერის და მინისტრის ჭკვიანური გადაწყვეტილება. კლინიკა 100 საწოლს, რომ გამოყოფდა კოვიდისთვის და პირობითად 70 იყო დაკავებული 30-ს რას უზამდა? იქ შემოსავალი არ ჰქონდა, გეგმიური ოპერაციები არ ტარდებოდა, ამიტომ სწორი იყო რომ ეს საწოლებიც დაუფინანსეს - დღეს ამაზეც მიდის დავა.
აშშ-ში დათვალეს კლინიკებმა რა ზარალი მიიღეს იმის გამო, რომ გეგმიური ოპერაცია არ ტარდებოდა, ამბულატორიული მიღებები არ ხდებოდა და ზარალის კომპენსაცია გაუკეთეს, რომ ინდუსტრია არ ჩამოშლილიყო - ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება და არა ის დღეს მჭირდება და ხვალ არა,“ - განაცხადა ვატო სურგულაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი