28.აგვისტო .2019 23:10

როდესაც ქურდები პლაჟზე ტანსაცმელს იპარავენ: როგორ ეხმარება ბარსელონას პოლიცია ტურისტებს

views 2612
უკან

კატალონიის დედაქალაქის სანაპირო ზოლზე ძირითადად ყველაზე მეტად, მობილურ ტელეფონებს, ჩანთებს, სამკაულებსა და სხვა ძვირადღირებულ ნივთებს იპარავენ, თუმცა, ბოლო პერიოდში ბარსელონას პლაჟებზე ტურისტები ხშირად ტანსაცმლის გარეშეც რჩებიან. გახშირებულ ქურდობის ფაქტებზე უკმაყოფილებას არა მარტო ადგილობრივები, არამედ უცხოელი ვიზიტორებიც გამოთქვამენ.

კრიმინალთან ბრძოლის პარალელურად, აქტიურად არის ჩართული მოქალაქეთა დახმარებაში ადგილობრივი პოლიცია. "Guardian"-ის ცნობით, სამართალდამცველები სანაპირო ზოლებზე მორიგეობენ, და გაქურდულ ტურისტებს ქაღალდის ერთჯერად მოსაცლემებს  ურიგებენ, რომლითაც ტანსაცმლის გარეშე დარჩენილი დაზარალებულები სახლამდე მისვლას ახერხებენ.


მხოლოდ ამ სეზონზე, პოლიციამ ბარსელონას სანაპირო ზოლზე ქურდობის 853 შემთხვევა აღრიცხა.