მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როდესაც საგარეო ვალს ვერ ითვისებენ, მთავრობა ახალი შიდა ვალის აღებას რატომ ითხოვს"?

5d8a03f146c0d
ლიკა გურაბანიძე
25.09.19 10:50
868
„მაშინ, როდესაც საგარეო ვალის ათვისება ვერ ხდება, მთავრობა ახალი შიდა ვალის აღებას რატომ ითხოვს? ვალის მოცულობის აუთვისებელი ოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო ან ვერ ხარჯავს, ან არაეფექტურად ხარჯავს,“ - ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ bm.ge-ის მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, მთავრობა  231 მლნ ლარით 13.3 მლრდ-მდე ზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ წელს მთავრობა არა - 400 მლნ-ის, არამედ 900 მლნ ლარის შიდა ვალს აიღებს, მაშინ როდესაც ვერ აითვისეს გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტები 360 მლნ ლარის ოდენობით.

„ზოგადად, ვალის აღება ნიშნავს იმას, რომ მისი გადახდა მომავალი ეკონომიკიდან უნდა მოხდეს, ხოლო ვალის გადახდა რომ მომავალი ეკონომიკიდან მოხდეს, ამისათვის ეკონომიკა იმაზე მეტად უნდა გაიზარდოს, ვიდრე ვალის მომსახურების პროცენტია.

პირველ რიგში, მთავრობის ხარჯთეფექტურობა გაურკვეველია ანუ მთავრობა რამდენად ეფექტიანად ხარჯავს საბიუჯეტო სახსრებს, ამის შესახებ ანგარიშებს არ აქვეყნებს. საზოგადოებას არ იცის, მთავრობის მხრიდან, მათ შორის ვალის ნაწილში, ხარჯები რამდენად ეფექტიანად იყო გაწეული იყო ან აქამდე აღებულმა ვალმა საზოგადოებას რა ეფექტი მოუტანა, ესეც უცნობია", - აცხადებს ცომაია.

მისივე თქმით,  1-2 ან 3 ადამიანის გემოვნების მიხედვით ვალის აღება საზოგადოების განვითარებასა და მის ეკონომიკურ წინსვლაზე უარყოფითად იმოქმედებს.

„გაუგებარია, მაშინ როდესაც საგარეო ვალის ათვისება ვერ ხდება, სახელმწიფო ახალი შიდა ვალის აღებას რატომ ითხოვს? ვალის მოცულობის აუთვისებელი ოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო ან ვერ ხარჯავს, ან არაეფექტურად ხარჯავს. აქედან გამომდინარე, გაუგებარია სახელმწიფომ დამატებითი ვალი რატომ უნდა აიღოს? გარდა ამისა, ვალის აღება ნიშნავს ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას, რაც საერთო ჯამში, ინფლაციურ პროცესებზე უარყოფითად აისახება", - განაცხადა აკაკი ცომაიამ.