მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდიდან და რა ადგილებში აიკრძალება აალებადი და გარემოს დამაბინძურებელი საქონლით ვაჭრობა?

5e31432b91235
ინგა მურუსიძე
29.01.20 12:41
1068
თბილისის ბევრ ადგილას, მათ შორის ელიავას ბაზრობაზე აალებადი და გარემოს დამაბინძურებელი მასალებით ვაჭრობა აიკრძალება.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი კანონპროექტი მიღებულია და ახლა დედაქალაქის საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს, თბილისის რომელ ადგილებში იქნება შესაძლებელი მსგავსი საქონლის აკრძალვა და რომელში - არა.

"ელიავას ბაზრობასთან მიმართებაში უახლოეს პერიოდში, ერთი ან ორი კვირის განმავლობაში ვაპირებთ გავაცნოთ მოსახლეობას ჩვენი პოზიცია. აალებად და გარემოს დამაბინძურებელი საქონლის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კი გეტყვით, რომ აალებად და გარემოს დამაბინძურებელი საქონლის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კანონპროექტი მიღებულია და ახლა საკრებულომ უნდა შეისწავლოს კონკრეტული ადგილები. ეს შეეხება ნებისმიერ ადგილს, სადაც ხდება გარემოს დაბინძურება, მათ შორის ელიავას ბაზრობას", - განაცხადა მან.