მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდიდან და რა პირობებით მიიღებენ ბავშვები 200 ლარიან დახმარებას? - მინისტრი

5f2bbb5595205
ინგა მურუსიძე
06.08.20 12:31
7302
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ბავშვები 200 ლარიან დახმარებებს სავარაუდოდ 1-დან 15 სექტემბრამდე პერიოდში მიიღებენ.

როგორც ტიკარაძემ განმარტა, სამინისტრო ამჟამად მუშაობს დოკუმენტაციაზე, რომელიც მშობლებმა კომპენსაციის მისაღებად უნდა წარადგინონ.

გარდა ამისა, მინისტრის განმარტებით, მომავალ კვირაში სამინისტრო გააჟღერებს დოკუმენტაციის ნუსხას, თუ რა უნდა წარადგინოს მშობელმა და პორტალს, სადაც ისინი უნდა აიტვირთოს.

ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობა 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს ერთჯერადად 200 ლარს გადასცემს.