მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდიდან და სად უნდა დაიწყოს საქართველომ მარკეტინგული კამპანიები - UNWTO-ს რეკომენდაცია

5ec3f5889f923
ვიქტორია მღებრიშვილი
19.05.20 19:40
1248
ვფიქრობთ, საქართველოს მთავრობასთან ერთობლივად განვახორციელოთ მარკეტინგული კამპანია, რომელიც უკვე დასაწყებია - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გადაცემა Forbes Talk-ში განაცხადა.

მან ის ქვეყნებიც დაასახელა, სადაც საქართველომ აქტივობა უნდა დაიწყოს.

„მეტი ურთიერთობა უნდა გვქონდეს სხვა ქვეყნებთან, ამ შემთხვევაში ალბათ ევროპულ და არაბულ ქვეყნებს გამოვყოფდი, რომლებიც ძირითადად წარმოადგენენ საქართველოსთვის საინტერესო ბაზრებს“, - განაცხადა UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა.

ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს მიერ პანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს და თვლის, რომ ქვეყანამ პოზიციონირება სწორედ ამ აქცენტებით უნდა წარმართოს.

„საქართველომ ძალიან დროულად და სწორედ მოახდინა რეაგირება. ჩვენ 10 დღის წინ გვქონდა საკმაოდ პროდუქტიული საუბარი ჩვენს პრემიერ-მინისტრთან და მის გუნდთან. ვფიქრობ, რომ გვაქვს ძალიან კარგი შანსი საქართველო გამოვიყენოთ, არა მხოლოდ როგორც "ღვინის აკვანი" და კარგი სტუმარმასპინძელობის ქვეყანა, არამედ ქვეყანა, სადაც არის დაცული სანიტარული წესები. ძალიან დიდ მნიშვნელობას მიაქცევს ტურისტი ამ მაჩვენებელს. ეს ნიშა უნდა დაიჭიროს. ჩვენ ასე ვთვლით ერთობლივი საუბრის შედეგად. ამაზე გვექნება ძირითადი კონცენტრაცია და აქცენტები, იმ მარკეტინგულ სვლებში, რომელსაც საქართველო მომავალი თვეების განმავლობაში განავითარებს.

ვთვლი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს კარგი, სწორი და ნათელი გეგმა გააჩნია იმისთვის, თუ როგორ აღდგეს ტურიზმის სექტორი, რაც შეიძლება სწრაფად ეფეტურად და მოკლე ვადებში“, - აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.