მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდიდან დაიწყება კომპენსაციების დარიცხვა მოქალაქეებისთვის? - მინისტრი

5ea960c9e2ef8
ინგა მურუსიძე
29.04.20 15:14
2070
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მაისის ბოლომდე დოკუმენტების შესწავლა იქნება საჭირო, ხოლო ამის შემდეგ დაიწყება კომპენსაციების გაცემა.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ 15 მაისიდან ჩავრთოთ ის პორტალი, რომელზეც მოხდება აღრიცხვა ჩვენი ბენეფიციარების, ამის შემდეგ 10 დღე, ან ორი კვირა დაგვჭირდება იმისთვის, რომ განვიხილოთ დოკუმენტები და შემდეგ დაიწყება თანხის დარიცხვა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ანკტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური კორონავირუსის პანდემიის გამო, 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, თვითდასაქმებულები კი ერთჯერადად 300-ლარიანს. ამისთვის კი მათ სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.