მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდიდან შეძლებენ დახმარების მისაღებად ბავშვების მშობლები რეგისტრაციას? - მინისტრის განმარტება

5f2c1b63213b2
ვიქტორია მღებრიშვილი
06.08.20 19:05
3069
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბავშვების მშობლები, რომლებსაც სურვილი ექნებათ მიიღონ სახელმწიფოს მიერ თითოეულ ბავშვზე გამოყოფილი 200 ლარიანი დახმარება, რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ.

„ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ამ წუთებშიც მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების შემდეგ მოხდება უკვე 1-დან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მშობელი არ შეავსებს განაცხადს ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მშობელი კომპენსაციის მიღებაზე უარს აცხადებს. 

„თუ არ შეავსო მშობელმა ეს განაცხადი ერთის მხრივ გვიდასტურებს მშობელი იმას, რომ უარს აცხადებს იმ კომპენსაციაზე, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა შეთავაზებული, აქედან გამომდინარე რეგისტრაცია არის სავალდებულო, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ბავშვების რეგისტრაციის სრული მონაცემები და სრული ბაზა, მთავრობას ესაჭიროება კონკრეტული მონაცემები, მშობლის ანგარიშის ნომერი, ასევე თუ ვინ არის მეურვე კონკრეტულად ამ ბავშვის იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და საჭირო თანხები ვხარჯოთ მეტად უფრო მიზნობრივად და ეს თანხა მივიდეს კონკრეტულად იმ ბავშვთან და იმ მშობელთან, სადაც ცხოვრობს ბავშვი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია პორტალის გახსნის შემდეგ მოხდეს მშობლების მხრიდან დარეგისტრირება, რაც იქნება საკმაოდ მარტივი. ჩვენ გვესაჭიროება ბავშვის მონაცემები და მშობლის მონაცემები, ასევე საბანკო რეკვიზიტები, სადაც თანხა უნდა გადაირიცხოს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემბ ტვ იმედის ეთერში.