13.მაისი .2020 15:35

როდის აღდგება თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?-კალაძის პასუხი

views 16362
უკან

თბილისის მერი, კახა კალაძე კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს, თუ როდის განაახლებს მოძრაობას ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი ამისთვის მზად არის და დარგის სპეციალიტების მითითებებს ელოდებიან.

„ჩვენთანაც ბევრი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება. ველოდებით დარგის სპეციალისტები როგორც კი მოგვცემენ მითითებას, როგორც კი გვეტყვიან, რომ დღეიდან უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვაქვს სრული მზადყოფნა და მაშინვე დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას. ვერ გეტყვით ეს როდის იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა