მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის აღუდგებათ გაზის მიწოდება აჭარასა და გურიაში კოვიდ-სასტუმროებსა და საავადმყოფოებს? – განცხადება

5fc26582308f6
BM.GE
28.11.20 18:53
889
"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დადგინდა "ქუთაისი-სოხუმის", მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ-იან განშტოებაზე, მომხდარი ავარიის მიზეზი.

"შესაბამისი სამსახურები აქტიურ მუშაობას აწარმოებენ, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის 28 ნოემბერის 24 საათიდან გაზის მიწოდება აღუდგება, სტრატეგიულ ობიექტებს, კოვიდ-სასტუმროებსა და საავადმყოფოებს. ხოლო, 29 ნოემბერს გურიისა და აჭარის სრულ მოსახლეობას",– ნათქვამია განცხადებაში.